Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამხრეთ აფრიკაში 2 თვეში 9 ქალის ცხედარი იპოვეს – მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა ქალაქში სერიული მკვლელი დაძრწის: საზარელი დანაშაულებების დეტალები

September 17, 2026
სამხრეთ აფრიკაში 2 თვეში 9 ქალის ცხედარი იპოვეს – მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა ქალაქში სერიული მკვლელი დაძრწის: საზარელი დანაშაულებების დეტალები

სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, იო­ჰა­ნეს­ბურ­გის აღ­მო­სავ­ლე­თით, ბოლო ორ თვე­ში უკვე მე­ცხრე ქა­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ბოლო მსხვერ­პლი ხუთ­შა­ბათს დი­ლით, დოუნ პარკში, გზის პი­რას, ზე­წარ­ში გახ­ვე­უ­ლი და ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი იპო­ვეს. მომ­ხდარ­მა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­ლებ­ში, დიდი შიში და პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია.

გზის პი­რას ნა­პოვ­ნი ცხედ­რე­ბი და სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბი
იო­ჰა­ნეს­ბურ­გის ურ­ბა­ნულ არე­ალ­ში – ეკურ­ჰუ­ლე­ნი­ში ივ­ლი­სის შემ­დეგ 8 ქა­ლის ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი, რა­საც ახლა მე­ცხრე შემ­თხვე­ვა და­ე­მა­ტა. რამ­დე­ნი­მე მსხვერ­პლი ნა­წი­ლობ­რივ შიშ­ვე­ლი და სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით იპო­ვეს. პო­ლი­ცია ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ეტაპ­ზე ჯერ არ არის დად­გე­ნი­ლი, არის თუ არა ეს შემ­თხვე­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან მოქ­მე­დებს თუ არა სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა სი­რატ რა­მა­ფო­სამ გა­ნა­ცხა­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­თა და­სად­გე­ნად ყვე­ლა შე­საძ­ლო ზომა მი­ი­ღე­ბა, რად­გან ეს მკვლე­ლო­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შიშ­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბას თე­სავს.

მსხვერ­პლთა შო­რის არის 38 წლის ელი­ზა­ბეთ “წონ­წო“ მო­სე­ლა­კგო­მო, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას სირ­ბი­ლის დროს გა­უ­ჩი­ნარ­და, სამი დღის შემ­დეგ კი მისი ცხე­და­რი კემპტონ პარკში, სას­ტუმ­როს უკან იპო­ვეს. გარ­და ამი­სა, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია იტუ­მე­ლენგ კე­კა­ნა, რო­მე­ლიც ივ­ლი­სი­დან იძებ­ნე­ბო­და, და 38 წლის დი­ნეო ევე­ლინ მო­ტა­პა­ნე, რომ­ლის ცხე­და­რიც სამ­შა­ბათს კვა­თე­მა­ში, გზის პი­რას აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

პირ­ვე­ლი ცხე­და­რი 15 ივ­ლისს კემპტონ პარკში იპო­ვეს. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ორი დღის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს და იგი პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას იგი სხვა მკვლე­ლო­ბებ­თან ჯერ არ და­უ­კავ­ში­რე­ბია. ბოლო მსხვერ­პლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 30-იანი წლე­ბის ასა­კის ქა­ლია, რო­მელ­საც სხე­ულ­ზე და­ჟე­ჟი­ლო­ბა და და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი ბონ­გე­კა სე­ბე­ლა BBC-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ქა­ლებს გა­რეთ გა­მოს­ვლი­სა და მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლი­საც კი ეში­ნი­ათ, რად­გან სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხოდ ვერ გრძნო­ბენ თავს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შექ­მნეს დე­ტექ­ტი­ვე­ბის, დაზ­ვერ­ვის ოფიც­რე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი ჯგუ­ფი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. გარ­და ამი­სა, პო­ლი­ცია ეძებს სა­ეჭ­ვო პირს, თუმ­ცა დე­ტა­ლებს არ ახ­მა­უ­რებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და 400 000 რან­დის ($24 000) ოდე­ნო­ბის ჯილ­დო ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რაც დამ­ნა­შა­ვე­თა და­კა­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

პო­ლი­ცი­ამ ქა­ლებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და – ურ­ჩია, მო­ე­რი­დონ მარ­ტო სი­ა­რულს, იზო­ლი­რე­ბულ მარ­შრუ­ტებს, ყურ­სას­მე­ნე­ბით მა­ღალ ხმა­ზე მუ­სი­კის მოს­მე­ნას და ახ­ლობ­ლებს ყო­ველ­თვის გა­უ­ზი­ა­რონ თა­ვი­ან­თი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რვა თვეში საქართველოს გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება შემცირდა
  • დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა
  • რატომ უჭირს ზოგიერთ ადამიანს წონის დაკლება – მეცნიერები ტვინის სიგნალებს იკვლევენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge