“დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში ისე ბნელა, მასწავლებლები დაფას ფარანს ანათებენ, ბავშვებმა ნაწერები რომ დაინახონ… კარს რომ ძლიერად გამოაღებ, კედელი ქანაობს. შენობის უკანა მხარეს კედლები გაბზარულია. ცოტა ხნის წინ სკოლაში ვიღაცები იყვნენ მოსული, თითქოს შეამოწმეს და იცით რა პასუხი გაგვცეს – ორი ცალი გიფსოკარდონი არ გქონდათ, ეს კედელი რომ გაგემაგერბინათო. ყველას ის ფიქრი გვაქვს, სად წავიდეთ, სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები. თბილისში გადავიდეთ, დავტოვოთ სოფელი, რატომ? პირადად მე ექვსი წელია გათხოვილი ვარ ამ სოფელში და მე და ჩემმა მეუღლემ წვალებით, ბანკის სესხით სახლი ავიშენეთ, იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის უკეთესი მომავალი შემექმნა. ახლა უნდა მივატოვო ეს ყველაფერი და უნდა წავიდე თბილისში ქირით, რომ ჩემს შვილს განათლება მივცე? არა ეზო, არა სპორტული დარბაზი, არა ბუფეტი, არა საპირფარეშო. ჩვენს ბავშვებს არაფერი არ აქვთ. სკოლა ავარიულია და იშლება“ – ამბობს “ბათუმელებთან“ მშობელი, ანი კაბულაშვილი და ფოტოს უგზავნის.
