მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ საბირქენდში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.
„რეგიონ News-ის“ ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
