ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, 10 წლის ბავშვის მანქანაში ჩასმა იძულებით სცადეს – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
როგორც გამოცემა მშობელზე დაყრდნობით წერს, ფაქტი გასულ კვირას, სოფლის მოსაცდელთან მოხდა. მშობლის თქმით, ბავშვი ცეკვის რეპეტიციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც ასაკოვანმა მამაკაცმა სახლში წაყვანა შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი უცნობი კაცი ავტომობილში მის ძალით ჩასმას შეეცადა. ბავშვმა გაქცევა მოახერხა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილია ინციდენტში მონაწილე პირის ვინაობა და ახმეტის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს
