Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში რომ ოთხჯერ ცვლი, ესე იგი გეშინია…”- რას ამბობს ნიკა გვარამია

September 16, 2026
პოლიციამ შიდა ქართლში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან ცხად რამეს მიგვანიშნებს, ეს არის პოლიტიკური პარანოია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ქვეყანაში წელიწადნახევარში რომ ოთხჯერ ცვლი, ესე იგი გეშინია. არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თმით, ეს არის სირცხვილი.

“სამარცხვინოა, ჯერ თვითონ უსაფრთხოების სამსახურში, იქ პროფესიონალები ხომ არიან კარიერული და უსაფრთხოების მოხელეები. მე არ ვიცი, უბრალოდ მათ რას ეუბნებიან – ან ვის ნიშნავენ, ან რა სიხშირით ცვლიან, შეუძლებელია, რომ ვერტიკალი ასეთ დროს ჩამოყალიბდეს და სისტემური მეხსიერება არსებობდეს. ეს სირცხვილია, მაგრამ ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან ცხად რამეს მიგვანიშნებს, ეს არის პოლიტიკური პარანოია და არა მხოლოდ პოლიტიკური შესაძლოა, იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ქვეყანაში წელიწადნახევარში რომ ოთხჯერ ცვლი, ესე იგი გეშინია. არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.

2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე წლის 23 აგვისტოს დატოვა. ოხანაშვილი მამუკა მდინარაძემ შეცვალა, რომელიც პარლამენტმა სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაამტკიცა. მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილს გადადგა და მისი თანამდებობა გეკა გელაძემ დაიკავა. ამ უკანასკნელმა 14 სექტემბერს გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ორივე ერთად ეს ჯარიმა ააშენებდა ანაკლიის პორტს. ეს არის დანაშაულებრივი, კორუფციული ქმედების შედეგი” – რომან გოცირიძე ENKA-სთან საარბიტრაჟო დავის შედეგებზე
  • “უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში რომ ოთხჯერ ცვლი, ესე იგი გეშინია…”- რას ამბობს ნიკა გვარამია
  • დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge