Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ახალი დეტალები გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე – საქმის პროკურორს მოლოდინი აქვს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს

September 16, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორს მოლოდინი აქვს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხივე ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს.

მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებები, რაც გამოიკვლიეს ამ პერიოდის განმავლობაში, ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

პროკურორი ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ბრალეულობას, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ჩვენებაც ადასტურებს, რომელმაც დაადასტურა, რომ მან გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადასცა.

“რაც შეეხება მტკიცებულებებსა და ეპიზოდებს, ჩვენ ბრალად გვაქვს წარდგენილი ე.წ. ბაღების ეპიზოდი, რომელიც გულისხმობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან და მათ თანამშრომლებთან ერთად ქრთამის აღების ფაქტს. ჩვენ დავკითხეთ, იცით, რომ კახა გვანცელაძე არის მიმალვაში და მისი წარდგენა სასამართლოს წინაშე ვერ მოხერხდა, რადგან ბრალდებული დევნილის სტატუსით არის, თუმცა ბაგა-ბაღების სხვა თანამშრომლები დავკითხეთ, რომლებმაც დაადასტურეს გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტი და უშუალო ინფორმაცია ჰქონდათ კახა გვანცელაძისგან ამ საკითხზე.

ასევე, ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობის ეპიზოდზე დავკითხეთ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ იმ ქოლ-ცენტრებს, რომლებსაც ანდრია და გრიგოლ ლილუაშვილები მფარველობდნენ. ანდრია ლილუაშვილი პირადად იყო ჩართული ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის საქმიანობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში თანხას გადასცემდა გრიგოლ ლილუაშვილს. შესაბამისად, ვისაც ამ კუთხით ანდრია ლილუაშვილთან შემხებლობა ჰქონდა და ფლობდა ინფორმაციას, დავკითხეთ ეს ადამიანები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მეშვეობით ხდებოდა კონკრეტული ქოლ-ცენტრების მფარველობა. მათვე განმარტეს და დაადასტურეს ის, რომ ანდრია ლილუაშვილს არ ჰქონდა რეალურად ის ბერკეტი, რესურსი და ძალაუფლება, რომ სხვადასხვა ფორმით მოეხერხებინა ქოლ-ცენტრის მფარველობა და მათვე აღნიშნეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქოლ-ცენტრების ფუნქციონირებას პრობლემა არ შეჰქმნია, ხოლო როდესაც პრობლემა შეიქმნა, აქვე ლილუაშვილების მეშვეობით მოგვარდა.

რაც შეეხება იმ ეპიზოდს, რომელიც ეხება ბიზნესმენებისგან ქრთამის აღებას, რომეო მიქაუტაძე არის დაკითხული ამ საქმეზე და მან პირდაპირ დაადასტურა, რომ გადასცა კონკრეტული ქრთამი გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენ ამ კუთხით ინტერნეტ-ტრაფიკების შესახებ ინფორმაციაც გვაქვს მოპოვებული და ის პირდაპირ თანხვედრაშია რომეო მიქაუტაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. ასევე დაკითხულია ბიზნესმენი, რომელმაც უშუალოდ გადასცა თანხა რომეო მიქაუტაძეს, რაც შემდგომ რომეო მიქაუტაძემ თავის მხრივ, გრიგოლ ლილუაშვილს გადასცა. გარდა ამისა, საქმეზე არის აუდიოჩანაწერები ანდრია ლილუაშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც იმ ინფორმაციას, რაზედაც ზოგადად მოწმეები საუბრობენ, ამყარებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ამბობენ.

რომეო მიქაუტაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცალსახად დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ერთი ბიზნესმენი არ არის გამოკითხული, ვერაფერს ცვლის. რომეო მიქაუტაძემ მიუტანა თანხა თავად გრიგოლ ლილუაშვილს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ბიზნესმენი დაკითხულია სასამართლოში და ადასტურებს რომეო მიქაუტაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამ სრული სურათის ფონზე ბუნებრივია, კითხვის ნიშნები რომეო მიქაუტაძის ჩვენებასთან მიმართებით არ მაქვს“,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სზდომა უკვე მიმდინარეობს.

მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს. სასამართლოს მიმართავს თავად გრიგოლ ლილუაშვილი.

განაჩენს ნინო თარაშვილი გამოქცხადებს.

სუს-ის ყოფილი უფროსი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს – ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;

პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ორივე ერთად ეს ჯარიმა ააშენებდა ანაკლიის პორტს. ეს არის დანაშაულებრივი, კორუფციული ქმედების შედეგი” – რომან გოცირიძე ENKA-სთან საარბიტრაჟო დავის შედეგებზე
  • “უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში რომ ოთხჯერ ცვლი, ესე იგი გეშინია…”- რას ამბობს ნიკა გვარამია
  • დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge