ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა – დეტალები
ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ 15 სექტემბერს საღამოს მოხდა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითები ბავშვთან ერთად ქუჩაზე მოძრაობდნენ.
გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
