„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა გახარიას პარტიის ინიციატივისთვის მმართველი უმრავლესობის წევრების ხმების დაფიქსირებას ტექნიკური ხარვეზითა და „ინერციით“ ხსნის. მისი მტკიცებით, კენჭისყრის სისტემაში ხარვეზი იყო და “ასეთი შეცდომებიც ხდება”.
“არ არევია. იქ იყო საუბარი, რომ რაღაც საუბრობდნენ ტელეფონზე და უყურადღებოდ… მაგრამ ამავე დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, ხდება ხოლმე. იყო რაღაც ხარვეზი ტექნიკური, მაგალითად, ბატონი კირცხალია საერთოდ არ იჯდა, ის იყო კაბინეტში და როგორ აღმოჩნდა? თავიდან ვიფიქრეთ, ოპოზიციამ ხომ არ იეშმაკა. ახლა გამოსწორდა. ამ კვირაში რაღაც ახალი პროგრამა შემოიტანეს. შეცდომა მოსულა, ვიღაცა ინერციით, ეტყობა, ტელეფონზე რომ საუბრობდნენ მიეჭირათ” – ამბობს ზარქუა.
გახარიას პარტიის ინიციატივისთვის ხმის მიცემას ტექნიკური ხარვეზით ” ქართული ოცნების” სხვა დეპუტატებიც. ზოგიერთი მათგანი კი ამ საკითხზე კომენტარს საერთოდ არ აკეთებს.
პარტია “ქართული ოცნების“ 16- მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარი დაუჭირეს ექს პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც აქციებთან დაკავშირებულ კანონებში 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს.
მათ შორის არიან: თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, გურამ მაჭარაშვილი, ვახტანგ თურნავა, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გივი ჭიჭინაძე, გიორგი ჭყონია, ეკა სეფაშვილი.
ინიციატივა ჩავარდა, თუმცა კენჭისყრაზე მის სასარგებლოდ ხმა 28 დეპუტატმა მისცა. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შემადგენლობაში 12 დეპუტატია.
კანონპროექტს „ქართული ოცნებიდან“ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
