Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება” – რას აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი

September 15, 2026
“მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება” – რას აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი

“მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლება იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” პირობებში დაიცალა საქართველო ,” – ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა სკოლებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დღეს ბულაჩაურის და აბანოთხევის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ სკოლებს წლებია ჰპირდებიან გარემონტებას და ახალ ტერიტორიაზე სკოლის აშენებას, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია.

“დღეს ვნახე ატენის სკოლა-ინტერნატი, სადაც ათ წელზე მეტია ზარი არ დარეკილა. ახლა ვარ ატენის აჯარო სკოლაში და თქვენ ჩემს ზურგს უკან ხედავთ, რა მდგომარეობაშია მიტოვებული შენობა. რვა წელია ბავშვები ამ სკოლაში არ მოსულან და დადიან რამდენიმე კილომეტრში, ხიდისთავის სკოლაში. არადა, ეს არის უნიკალური ადგილი, არაჩვეულებრივი ბუნება, ახლოს მდინარე, დაცული ტერიტორია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ კარგი განათლება, მაგრამ “ქართულ ოცნებას” ასეთი ტერიტორია და ადგილები ბავშვებისთვის არ ემეტება. მე იმედს ვიტოვებ, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული რომელიმე ბიზნესმენი არ ჩაიგდებს ხელში აი, ამ უნიკალურ ადგილს და ეს ადგილი დარჩებათ ბავშვებს. როდესაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ასეთ არაჩვეულებრივ ადგილებს დავუბრუნებთ ჩვენს ბავშვებს” – ამბობს ლიდერი.

თურაზაშვილის თქმით, დღევანდელი განათლების მინისტრი აბსოლუტურად ვერ საზღვრავს პრიორიტეტებს და არ იცის რა არის მთავარი განათლების სფეროში.

“მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მივმართავ მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ვალდებული ვართ მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლება იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” პირობებში დაიცალა საქართველო. მშობელს ყველაზე მეტად თავისი შვილისთვის უნდა ხარისხიანი განათლება, რაც დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მიდიან დღეს საქართველოდან, ოჯახებთან ერთად მიდიან და ტოვებენ ქვეყანას”-განაცხადა თურაზაშვილმა.

შეხსენებითვის, დღეს დილიდან ქვეყნის მასშტაბით არაერთ სკოლაში სწავლის პროცესზი ვერ დაიწყო, ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიცია დილიდან საუბრობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს
  • როგორ მოვუაროთ მცენარეებს შემოდგომაზე
  • „ნივთი, რომელიც სახლში არასდროს უნდა გქონდეთ და თუ გაქვთ, უნდა გადააგდოთ…” – რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge