Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მივმართავ მშობლებს, ვალდებული ვართ დავიცვათ შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოვითხოვოთ ხარისხიანი განათლება, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიცალა საქართველო” – ქეთევან თურაზაშვილი

September 15, 2026
“მივმართავ მშობლებს, ვალდებული ვართ დავიცვათ შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოვითხოვოთ ხარისხიანი განათლება, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიცალა საქართველო” – ქეთევან თურაზაშვილი

მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლება იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” პირობებში დაიცალა საქართველო , – ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა სკოლებში არსებულ ვითარებაზე.

როგორც მან აღნიშნა, დღეს იმყოფებოდა ბულაჩაურის და აბანოთხევის საჯარო სკოლებში, ორივე სკოლას კი ერთი საერთო აქვს – „ბავშვები მივიდნენ, მაგრამ დახვდათ მოუწესრიგებელი გარემო, ბინძური საპირფარეშოები, სკოლა ისევ არ იყო მზად მოსწავლეების მისაღებად“.

თურაზაშვილის თქმით, აღნიშნულ სკოლებს წლებია ჰპირდებიან გარემონტებას, ასევე, ახალ ტერიტორიაზე სკოლის აშენებას, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია.

„დღეს, ასევე, ვიყავი მოხისის სკოლაში, სადაც ჯერ რემონტი გააკეთეს, თანხები დახარჯეს და შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ სკოლა იყო ავარიული.

დღეს ვნახე ატენის სკოლა-ინტერნატი, სადაც ათ წელზე მეტია ზარი არ დარეკილა. ახლა ვარ ატენის აჯარო სკოლაში და თქვენ ჩემს ზურგს უკან ხედავთ, რა მდგომარეობაშია მიტოვებული შენობა. რვა წელია ბავშვები ამ სკოლაში არ მოსულან და დადიან რამდენიმე კილომეტრში, ხიდისთავის სკოლაში. არადა, ეს არის უნიკალური ადგილი, არაჩვეულებრივი ბუნება, ახლოს მდინარე, დაცული ტერიტორია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ კარგი განათლება, მაგრამ “ქართულ ოცნებას” ასეთი ტერიტორია და ადგილები ბავშვებისთვის არ ემეტება. მე იმედს ვიტოვებ, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული რომელიმე ბიზნესმენი არ ჩაიგდებს ხელში აი, ამ უნიკალურ ადგილს და ეს ადგილი დარჩებათ ბავშვებს. როდესაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ასეთ არაჩვეულებრივ ადგილებს დავუბრუნებთ ჩვენს ბავშვებს.

მე არაფერი მაქვს სათქმელი დღეს “ქართული ოცნებისთვის” იმიტომ, რომ აზრი არ აქვს – მათ არანაირი რესურსი არ დარჩათ, რომ განათლების მიმართულებით რაიმე გააუმჯობესონ.

ჩვენ ვნახეთ ჩავარდნილი უმაღლესი განათლების რეფორმა, ვნახეთ ჩავარდნილი ფორმების რეფორმა, სადაც ძალიან კარგად ჩანდა, რომ დღევანდელი განათლების მინისტრი აბსოლუტურად ვერ საზღვრავს პრიორიტეტებს და არ იცის რა არის მთავარი განათლების სფეროში. ამიტომ, არაფერი სათქმელი “ქართული ოცნებისთვის” მე არ მაქვს.

მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მივმართავ მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ვალდებული ვართ მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლება იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” პირობებში დაიცალა საქართველო. მშობელს ყველაზე მეტად თავისი შვილისთვის უნდა ხარისხიანი განათლება, რაც დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მიდიან დღეს საქართველოდან, ოჯახებთან ერთად მიდიან და ტოვებენ ქვეყანას.

ჩვენ უნდა მოვითხოვოთ არსებობდეს საქართველოში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“ , – განაცხადა თურაზაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თავისუფალია 16 წლის ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
  • “ერთი წლის წინ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პროტესტის მშვიდობიანი აქტის გამო დააკავეს…” – რას წერს ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
  • “ქოცებს ზეიმი აქვთ” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge