Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს, დედასთან და ოჯახთან განშორებას” – რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი

September 15, 2026
“თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს, დედასთან და ოჯახთან განშორებას” – რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი

“როგორც კი პირველად მომეცა შესაძლებლობა, კინოში როლებზე მსახიობები მიმეწვია, ჩემთვის ერთი წესი მოვიფიქრე: თუნდაც ეს მხოლოდ სინჯი ყოფილიყო, მსახიობი უარის შემდეგაც ჩემგან კარგი განცდით უნდა წასულიყო.
ყოველთვის გულწრფელად მეშინოდა, რომ ჩემი უარით მისთვის ტრავმა არ მიმეყენებინა. თუ მსახიობი კონკრეტულ როლს არ შეეფერებოდა, არასოდეს მიმაჩნდა, რომ ეს მისი ნიჭის საკითხი იყო. ეს ჩემი ხედვის, ჩემი კონცეფციის საკითხი იყო. არასოდეს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, მისი მოსამართლე ვყოფილიყავი.
პირიქით, ვცდილობდი მისთვის შემექმნა გარემო: კოსტიუმით, განათებით, ოპერატორით, პარტნიორებით, ყველაფრით, რაც დაეხმარებოდა, რომ თავი არ ეგრძნო თეთრ, გულგრილ ფონზე მარტო დარჩენილ ადამიანად, რომელიც ვიღაცისთვის თავის ნომერს ასრულებს.
ალბათ ამიტომაც დღეს განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობ მსახიობის დაუცველობას.
დღეს მე იმ მსახიობების პარტნიორად ვგრძნობ თავს, ვინც ასე მძაფრად ვიბრირებს და სამყაროს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს. თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს, დედასთან და ოჯახთან განშორებას.
თუ ჩემი ზოგიერთი კოლეგა ვერ ხედავს „სპილოს ოთახში“, ეს მათი არჩევანია. მაგრამ ჩემი უფლებაცაა ვთქვა, რასაც ვფიქრობ.
ხშირად სწორედ ხელოვნების ადამიანები, და არა პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები თუ მეცნიერები, ყველაზე ადრე გრძნობენ მოახლოებულ საფრთხეს. არა იმიტომ, რომ მათ აუცილებლად მეტი იციან, არამედ იმიტომ, რომ მათი პროფესია და ბუნება განსაკუთრებულ მგრძნობელობას მოითხოვს. ისინი სამყაროს მხოლოდ რაციონალურად არ აღიქვამენ. ხშირად პირდაპირ კანით გრძნობენ იმას, რასაც სხვები მოგვიანებით ამჩნევენ. ისინი კულტურის გამტარები და მსახურები არიან, ზოგჯერ თავადაც გაუცნობიერებლად.
საბოლოოდ კი, კულტურის მიღმა არც ერთ მიღწევას არ აქვს სრული მნიშვნელობა.
ქვეყანას მსოფლიო მისი კულტურით ცნობს. სწორედ კულტურით გცნობენ და გარჩევენ როგორც ერს, როგორც ადამიანთა ერთობას, რომელიც კონკრეტულ მიწაზე ცხოვრობს. ტაძრებით, ფრესკებით, მუსიკით, ლიტერატურით, კინოთი, მხატვრობით შეიძლება გაიგო, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ.
საქართველომ თავისი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ ტურიზმი აირჩია. ეს შესანიშნავია, თუ ტურიზმი კულტურასაც გულისხმობს. მაგრამ როდესაც ქვეყნის მიმზიდველობაზე საუბარი მხოლოდ რესტორნებით, კაფეებით, სასტუმროებითა და გაყიდული კვადრატული მეტრებით იზომება, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანს ვკარგავთ.
თუ გვგონია, რომ ფიროსმანს მთელი მსოფლიო იცნობს, სამწუხაროდ, ასე არ არის. ჯერ კიდევ უზარმაზარი სამუშაოა გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართული კულტურა იქ და იმ მასშტაბით იყოს წარმოდგენილი, რომელსაც იმსახურებს.
ჩვენთან ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნების ადამიანი ქვეყნისთვის.
მე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანების შრომას, ვინც ქმნის სასტუმროებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ახალ სივრცეებს. მაგრამ ეს კერძო ინიციატივებია. და თვითონ ისინიც ტურისტს საბოლოოდ კულტურის მეშვეობით იზიდავენ.
ამის შესანიშნავი მაგალითია წინანდლის ფესტივალი. ეს აზრიანი ადამიანების მიერ შექმნილი წარმატებული კულტურული სტრატეგიაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ქვეყნის კულტურული სტრატეგია.
და ამ დროს ციხეში ზის ახალგაზრდა მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე.
ეს მტკივნეულია.
ხოლო ისინი, ვინც დღეს მის მიერ ნასროლ „ქვაზე“ საუბრობენ და ამით ყველაფრის გამართლებას ცდილობენ, ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედონ, სანამ პირველ ქვას ისვრიან.
რადგან შეუძლებელია „ღირებულებების დაცვაზე“ საუბარი კულტურის გარეშე.
კულტურა არ არის ქვეყნის დეკორაცია. კულტურა არის ის, რითაც ქვეყანას ცნობენ, იმახსოვრებენ და, საბოლოოდ, ის, რითაც ქვეყანა საკუთარ თავს ცნობს.
ანდრო ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. არ ვიცი, ოდესმე გადავიღებ თუ არა მას ჩემს ფილმში. შეიძლება საერთოდაც არ გადავიღო.
მაგრამ მინდა, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს ჩემს სინჯზე და იქიდან წავიდეს განცდით, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავს. ან, ვინ იცის, შეიძლება იმავე სინჯიდან დაიწყოს ჩვენი საერთო კინოოჯახი და წლების შემდეგ ერთად აღვნიშნავდეთ ჩვენს საერთო გამარჯვებას.
დღეს კი მე მის სხვა გამარჯვებას აღვნიშნავ. მის გამარჯვებას, როგორც მოქალაქის, რომელსაც აქვს საკუთარი ხმა, განცდა და იდეალები.
და ჩემს კოლეგებს, ადამიანებს, რომელთა ნიჭსა და ავტორიტეტსაც ვაღიარებ, მინდა მოვუწოდო: ვილაპარაკოთ კინოშიც და ცხოვრებაშიც მათზე, ვინც დღეს ცხოვრობს, განიცდის, ფიქრობს, ეშინია, იბრძვის და იდეალები აქვს.
ნუ ვილაპარაკებთ მხოლოდ მკვდარ წარსულზე, როგორი კინემატოგრაფიულიც არ უნდა იყოს ის.
წარსული აუცილებელია იმისთვის, რომ გვახსოვდეს, ვინ ვიყავით. მაგრამ კულტურა მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როდესაც ის გვეუბნება, ვინ ვართ დღეს და ვინ გვინდა ვიყოთ ხვალ.
კულტურა ფერფლი არ არის, რომელსაც ვინახავთ. კულტურა ცეცხლია, რომელსაც ერთი თაობა მეორეს გადასცემს.
საქართველოს წარსულიც და მომავალიც ამ ცოცხალ ცეცხლშია” – წერს რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თავისუფალია 16 წლის ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ კაცი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის დროს მოკლა
  • “ერთი წლის წინ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პროტესტის მშვიდობიანი აქტის გამო დააკავეს…” – რას წერს ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
  • “ქოცებს ზეიმი აქვთ” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge