Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე

September 15, 2026
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ექსპერტი, სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი, კახაბერ გალდავა განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხს 14 სექტემბერს, ისტორიის საგნის კონტექსტში ეხმიანება და სახელმძღვანელოს სიღრმისეული დამუშავების შემდეგ საკუთარ მიგნებებზე წერს.

ექსპერტის აზრით, სახელმძღვანელოში სერიოზულად არის დარღვეული ლოგიკური, ქრონოლოგიური და დიდაქტიკური ბმა X კლასელის დონეზე.

ისტორიის სპეციალისტის მიგნებები ისტორიის X კლასის სახელმძღვანელოში ასეთია:

ახალმა სახელმძღვანელოებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გადავწყვიტე ისტორიის სახელმძღვანელო სიღმისეულად დამემუშავებინა, სანამ მის სწავლებას დავიწყებდი მოსწავლეებთან.

საკმარისია, სარჩევს გადახედო (არაფერს ვამბობ შინაარსობრივ მხარეზე) ლოგიკური, ქრონოლოგიური და დიდაქტიკური ბმა X კლასელის დონეზე სერიოზულად არის დარღვეული.
როგორც ჩანს, სახელმძღვანელოს ავტორებმა სცადეს „თემატური/ბიოგრაფიული“ პრინციპით თემა 1: „პიროვნება და ისტორია“, მასალის აწყობა, მაგრამ შედეგად მივიღეთ მექანიკურად ასხმული „დიდი ადამიანების“ ქრონიკა, სადაც სრულიად დაკარგულია ისტორიული პროცესი, მიზეზ – შედეგობრიობა და ეპოქალური კონტექსტი.

ჩემი აზრით, X კლასელი უკვე უნდა სწავლობდეს ისტორიულ პროცესებს, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგარეო-პოლიტიკურ ტენდენციებს. ამ სარჩევში კი ისტორია დაყვანილია მხოლოდ ინდივიდუალურ პერსონაჟებზე.

მაგალითად, 1.5-დან 1.10-მდე მიდის მონარქების სია (ბაგრატ III, დავით IV, თამარი, დემეტრე II, გიორგი ბრწყინვალე, ალექსანდრე I). მოსწავლეს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ისტორიას მხოლოდ მეფეები ქმნიდნენ, ხოლო მათ შორის არსებული უზარმაზარი საზოგადოებრივი ცვლილებები, მონღოლთა ბატონობის მძიმე სოციალური ფონი თუ ეკონომიკური კრიზისი „ჰაერში რჩება“.

პარაგაფი 1.17 (ერეკლე II)-ის შემდეგ, 1.18-ში პირდაპირ გადავდივართ ილია ჭავჭავაძეზე, ხოლო 1.19-ში – ივანე ჯავახიშვილზე! სად გაქრა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება (1801 წელი)? სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება? მოსწავლეს არ აქვს კონტექსტი, რა გარემოში მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე ან რატომ გახდა საჭირო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

ილია ჭავჭავაძის (1.18) შემდეგ მოდის ივანე ჯავახიშვილი (1.19), ხოლო 1.20-ში უეცრად მოდის „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები“. ლოგიკა სრულად არეულია: ილია თავად იყო ამ მოძრაობის მამამთავარი. ჯერ ჯავახიშვილზე (XX ს. დასაწყისი/უნივერსიტეტი) გადასვლა და მერე ისევ უკან დაბრუნება განმათავისუფლებელ მოძრაობაზე სრულ ქაოსს ქმნის.

1.11 პარაგრაფში ერთად არის თავმოყრილი ლუარსაბ I, ბაგრატ III (იმერეთისა) და ლევან კახთა მეფე (XVI საუკუნე), ხოლო 1.12-ში ცალკეა სიმონ I.

1.15-ში გვყავს ვახტანგ VI (XVIII ს. დასაწყისი), 1.16-ში სოლომონ I (იმერეთი, XVIII ს. შუა წლები), 1.17-ში ერეკლე II. კუთხეებისა და პერიოდების ეს მონაცვლეობა ისეა წარმოდგენილი, რომ მოსწავლეს გაუჭირდება დაინახოს, რა ხდებოდა ამ დროს ერთიანად, მთელ საქართველოში და მის გარშემო (ოსმალეთ-ირანის ქიშპობა).

არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის ობიექტურად სწავლება, ამიტომ მგონია, რომ, 15-16 წლის მოზარდისთვის ისტორიული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია:

1. ქრონოლოგიური ხაზი (რომ არ აერიოს საუკუნეები);
2. მიზეზ-შედეგობრიობა (რატომ მოჰყვა ერთ მოვლენას მეორე);
3. სტრუქტურული გააზრება (სახელმწიფო, საზოგადოება, კულტურა).

ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე. თუმცა მთელი დღე დავუთმე სახელმძღვანელოს შესწავლას. ალბათ მაინც გამომრჩა რაიმე…”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ…” – რას ამბობს ნინო წილოსანი
  • ჭავჭავაძის გამზირზე მანქანამ BUS LANE-ზე მოტრიალება სცადა და ავტობუსს შეეჯახა
  • ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge