Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ოპოზიცია კობახიძის „რუსოფობიასთან ბრძოლას“ რუსულ პროპაგანდას უკავშირებს

September 15, 2026
“ოპოზიცია კობახიძის „რუსოფობიასთან ბრძოლას“ რუსულ პროპაგანდას უკავშირებს

ოპოზიციაში ირაკლი კობახიძის მიერ „რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის“ დაანონსებას კრემლის პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელებად აფასებენ. მათი განცხადებით, საქართველოში პრობლემა არა ეთნიკური ნიშნით რუსების მიმართ სიძულვილი, არამედ რუსეთის ოკუპაციაა, ხელისუფლება კი „რუსოფობიის“ თემის წამოწევით მოსკოვის გზავნილებს იმეორებს.

კობახიძის განცხადებას კრემლთან პირდაპირ აკავშირებს “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია. მისი თქმით, პრემიერი და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები „სინქრონში მუშაობენ და საუბრობენ“.

რასაკვირველია, ირაკლი კობახიძე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გაახაროს მისი მშობლიური კრემლი, გაახაროს ზახაროვა, ლავროვი, პუტინი და ყველა ის პირი, რომელიც მართავს კობახიძეს. კობახიძე და ზახაროვა მუშაობენ და საუბრობენ სინქრონში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო გადაგვარდეს და ბოლომდე ჩაეშვას უფსკრულში,. ამიტომ არის ყველა ქართველის ამოცანა, რომ კობახიძეს და ზახაროვას არ მივცეთ სიხარულის საშუალება, – ამბობს გეგელია.

ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი კი „რუსოფობიის“ შესახებ საუბარს „კრემლში მომზადებულ რუსულ ნარატივს“ უწოდებს და ამბობს, რომ კობახიძემ ქართველ ხალხს რუსოფობიაში ბრალი არ უნდა დასდოს.

ქართველ ხალხს ნუ სდებს კობახიძე ბრალს რუსოფობიაში ან ვინმეს სიძულვილში. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვიც უნდა უმტროს და ვისთან მოყვარედ უნდა გადაიქცეს. ეს არის ისევ და ისევ კრემლში მომზადებული რუსული ნარატივი, რომელსაც, სამწუხაროდ, უკვე წლების განმავლობაში კობახიძე ახმოვანებს ქართულ საზოგადოებაში, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას შეფასებით, „რუსოფობიის“ თემა რუსეთის მიერ შექმნილი „მიზანმიმართული და მავნებლური პროპაგანდაა”. მისი თქმით, საქართველოში ეთნიკური რუსების მიმართ სიძულვილი არ არსებობს და საზოგადოებრივი დამოკიდებულება რუსეთის ოკუპაციას უკავშირდება.

ეს არის მიზანმიმართული, მავნებლური პროპაგანდა, რომელიც აზიანებს საქართველოს და მიზანი სწორედ ეს არის ეს რუსეთის მიერ მოგონილი პროპაგანდისტული მესიჯია, რომელიც ყოვლად უსაფუძვლოდ ვრცელდება საქართველოში. საქართველოში არ არსებობს არანაირი რუსოფობია, ჩვენ რუსები კი არ გვეზიზღება ეთნიკურობის გამო, ჩვენ გვეზიზღება ოკუპანტები და ეს არის ნებისმიერი ღირსეული ერის და ნებისმიერი პატრიოტი ადამიანის სრულიად ბუნებრივი ინსტინქტი, – ამბობს ნიკა გვარამია.

რუსული, პროპაგანდისტული მედიები (RIA, TASS) ირაკლი კობახიძის მიერ “რუსოფობიის” წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლას აქტიურად აშუქებენ.

რუსული სამთავრობო მედიები წერენ, რომ კობახიძე პირობას დებს, რომ “საქართველოში რუსოფობიას ჩანასახშივე მოსპობს”:

“ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აპირებს აღკვეთოს ანტირუსული განწყობები, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია ნერგავს”.
“კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსოფობია ქართველებისთვის დამახასიათებელი არ არის და მოსკოვის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელების შესახებ განაცხადა”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ…” – რას ამბობს ნინო წილოსანი
  • ჭავჭავაძის გამზირზე მანქანამ BUS LANE-ზე მოტრიალება სცადა და ავტობუსს შეეჯახა
  • ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge