Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, მათი დანახარჯები კი შემცირდა

September 15, 2026
რა რაოდენობის ტურისტები შემოდიოდნენ საქართველოში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან

2026 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში მათი დანახარჯები მცირედით შემცირდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს, რომ რუსეთი წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვიზიტების რაოდენობით წამყვანი ქვეყანა იყო.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის ექვს თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 610 825 ვიზიტი განახორციელეს. ეს 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 29 726-ით, ანუ 5.1%-ით მეტია.

ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების მატება რუსი მოგზაურების მიერ საქართველოში დახარჯულ თანხაზე არ ასახულა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მთლიანობაში, 2026 წლის 1-ელ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 15.9% მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე.

უფრო კონკრეტულად, სებ-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის მოქალაქეების ჯამურმა დანახარჯებმა 307.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 307.8 მლნ დოლარი იყო.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, მთლიანი ხარჯები დაახლოებით 700 ათასი დოლარით შემცირდა.

განსხვავებაა ერთ ვიზიტზე საშუალო დანახარჯებშიც. 2026 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთის მოქალაქე ერთი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში საშუალოდ 502 დოლარს ხარჯავდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალო მაჩვენებელი 529 დოლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად, დაახლოებით, 5.1%-ით შემცირდა.

რუსეთის ბაზრის წილი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მთლიან ტურისტულ სტატისტიკაში. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 272 964 შეადგინა. გამოდის, რომ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების დაახლოებით 26.9% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, ანუ თითქმის ყოველი მეოთხე ვიზიტორი რუსეთიდან იყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ლეგენდა ბრუბდება!“ – გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახდება
  • საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, მათი დანახარჯები კი შემცირდა
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge