Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

September 15, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თელოვანის მიმდებარედ მოქალაქე ნადირობდა ცეცხლსასროლი იარაღით. მუხათგვერდის მიმდებარედ გამოვლენილ შემთხვევაში კი მოქალაქე ნადირობისას გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აკრძალულ საშუალებას – ფარს (პროჟექტორს) იყენებდა. მას ასევე არ ჰქონდა გადახდილი გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი.

ლისის ტბის, მუხათგვერდისა და დიდი ლილოს მიმდებარედ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის 3 ერთეული აკრძალული საშუალება – ფრინველის მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“ გამოავლინეს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიური გამოყენება და დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ნადირობის წესები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე; ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „შეიძლება გამოწვიოს თვალების გაწითლება, ქავილი…“ – ზაზა თელიას გაფრთხილება
  • წყალი 19:00 საათამდე შეწყდება – კომპანია GWP აბონენტებს აფრთხილებს
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge