ჩვენ ვართ 30-საუკუნოვანი უწყვეტი გენის ერი. რაც კი ჩვენ გენეტიკაში არის კოდირებული, აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება – ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ ვართ 30-საუკუნოვანი უწყვეტი გენის ერი. რაც კი ჩვენ გენეტიკაში არის კოდირებული, აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება. ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენ ვიცავთ ჩვენს მამულს, ჩვენს ენას და სარწმუნოებას და ისიც ნურავის ნუ დაავიწყდება, რომ ესეთი სუვერენული, ესეთი დამოუკიდებელი საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არასდროს არ ყოფილა და ყველა კარგად ხედავს თუ როგორი მუშაობის და როგორი ბრძოლის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი. და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს სწორად იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით” – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
