Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე

September 15, 2026
რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია“.

რაც შეეხება კულტურის ახალი მინისტრის ბიოგრაფიას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაია ბითაძეს მართვის განსაკუთრებული გამოცდილება აქვს.

„მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის წლების მანძილზე იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებას. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე,“ – აღნიშნა კობახიძემ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორია მაია ბითაძის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა.

მის მიერ 2026 წლის იანვარში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კულტურის ახალი მინისტრის საკუთრებაშია 134.5 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2020 წელს 66 000 დოლარად აქვს შეძენილი. ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული იგივე მისამართზე მდებარე 21.8 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი, რომელიც 2024 წელს 13 806 ლარად არის შეძენილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ბითაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 5 595 ლარი და 1 900 ევრო; ნაღდი ფულადი სახით კი 40 000 ლარის; 30 000 ევროსა და 5 500 დოლარის დანაზოგი ჰქონდა.

რაც შეეხება მის მიერ 2025 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე 25 794 ლარი; პარლამენტის წევრის პოზიციაზე კი 119 731 ლარი აქვს მიღებული. მასვე კვლევით საქმიანობაში ჰონორარის სახით 1 532 ევროს შემოსავალი აქვს მიღებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვინ იქნება ამ თანამდებობაზე, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს…” – ლევან ბეჟაშვილი
  • “ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული” – ახალი დეტალები გაუჩინარებული ბიჭის საქმეში
  • “მზარდმა ეკონომიკურმა ტენდენციამ მოქალაქეებში მაღალი შემოსავალი გააჩინა, ქონების გადასახადზე მათ გარკვეული წუხილი ჰქონდათ, ეს გადაწყვეტილება გამოძახილია, რომ მათ შევუმსუბუქოთ გადასახადი” – ირაკლი ხელაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge