საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა – რომელ დარგებშია ყველაზე მაღალისაქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა – რომელ დარგებშია ყველაზე მაღალი
2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2%-ით);
მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3%-ით).
