Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ დავთმობთ სამართლებრივ ჭრილში რა დროც არ უნდა გავიდეს” – იზა ომაძე მიმართვას ავრცელებს

September 14, 2026
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

5 წელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან – მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ “არ დათმობს სამართლებრივ ჭრილში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს”.

იზა ომაძე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, მკვლელებს და ამ ბოროტების მომფიქრებლებს სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ.

ხვალ 15 სექტემბერია,14 სექტემბერს ჯერ კიდევ ძალიან ბედნიერები ვიყავით, ახალი პროექტის პრეზენტაციისთვის ემზადებოდა ნიკო, რომელიც პორტუგალიაში უნდა გამართულიყო.

მეხუთე წელია “ვპრანჭავ” ჩემს უსაშველო ტკივილს და ახლა უკვე ღვთის შეწევნით ისე ჩამოეხსნა ნიღაბი ყველას და ყველაფერს, რომ დიდი შავი სუდარაც რომ გადავაფარო, ლაქად მაინც გამოჩნდება ის ბოროტება, რისთვისაც ჩვენი ოჯახი, ჩვენი შვილები გაიმეტეს….

ხუთი წლის წინ, ძალიან საპატივცემულო პატრიოტმა ქართველმა, დიდი გამოცდილების და მრავლის მნახველმა ადამიანმა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა, წალენჯიხელმა, აწ განსვენებულმა ბატონმა ზურაბ გუჩუამ განაცხადა:

“ეს არ არის კერძო ხასიათის უბედური შემთხვევა, რომელსაც სასამართლო განაჩენი დაუსვამს წერტილს, ეს იქნებოდა უბრალოდ თავის მოტყუება.

საქართველოში დღეს ნამდვილად ბნელა, ამიტომაც ყოველი მძლავრი გამონათება გონებისა, ბნელეთის ძალთა უკიდურეს გაბოროტებას იწვევს.

წალენჯიხელი მზე-ჭაბუკის საბედისწერო ტრაგედია უტყუარი დასტურია იმისა, რომ ჩვენს შვილებს მომავალს უკლავენ..

გაიღვიძე ქართველო ხალხო! გაიღვიძე! სანამ ყველაფერი არ დამთავრებულა.”!!!

(ზურაბ გუჩუა)17.09.21

კითხვაზე რა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს?????? ზუსტად ის რასაც ბატონი ზურაბი ამბობს, თვალი მოსჭრა ბოროტს ჩვენი ნიკოს ნიჭმა და ნათებამ!!!!

რას ვითხოვ???

მეგობრებო, აი ეს ყველაფერი მინდა რომ სამართლებრივად გავაფორმოთ !!!

ურთულესი ხუთი წელი გავიდა, ხუთი წელია ბეწვის ხიდზე დავდივართ!!!

ნიკოს მრავალტომიან და ახლა უკვე სამ ნაწილად გაყოფილ საქმეს ორი ახალი პროკურორი ჰყავს მინდა მჯეროდეს რომ ახლა მაინც ხუთი წლის თავზე უკვე ომის წინა ხაზზე მყოფთაგან , ვერავინ მოიცლის რომ ძალოვანი სტრუქტურები გააკონტროლოს ან დააშინოს…

მინდა დავიჯერო ახალგაზრდა პროკურორების, ვნახოთ, წინ სასამართლო პროცესებია!!!!

არ დავთმობთ სამართლებრივ ჭრილში რა დროც არ უნდა გავიდეს,

დამკვეთს, მკვლელებს და ამ ბოროტების მომფიქრებლელს სამუდამო პატიმრობა” – წერს იზა ომაძე. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიასმკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია და ძმები – დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.

  • კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

  • ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს
  • ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
  • “არ დავთმობთ სამართლებრივ ჭრილში რა დროც არ უნდა გავიდეს” – იზა ომაძე მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge