არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გია ვოლსკის მიმართავს
“ბოლ…… ვოლსკი სხვის დაბეზღებას სინანულს უწოდებს. როგორ გააუკუღმართეს არა მხოლოდ ქრისტიანული ტერმინები, არამედ მთელი ქრისტიანული ცნობიერება.
ბატონო ვოლსკი, შენდობის ლოცვა თქვენ წაუკითხეთ თუ კობახიძემ? თქვენ როგორც ღრმა მორწმუნემ, ათეისტთეოლოგმა იცით ალბათ შენდობის ლოცვის აუცილებლობა” -წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში და ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა: “თუკი ითანამშრომლებ გამოძიებასთან და ცოდვას მოინანიებ, მართლმსაჯულება უნდა იყოს შემწყნარებელი… მაინც ემოციურად ვუდგები… მრავალშვილიანი მამაა. იმედი მაქვს, მართლა გულწრფელად ინანიებს დანაშაულს”
