Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მამუკა მდინარაძის კლანის თავზე შავი ღრუბელი შეიკრა“ – რას ვარაუდობს ოპოზიცია

September 14, 2026
“მამუკა მდინარაძის კლანის თავზე შავი ღრუბელი შეიკრა“ – რას ვარაუდობს ოპოზიცია

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება, რადგან, მათი თქმით, ხელისუფლებაში“ ისტერიკული კრიზისია“.

“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ “ეს ჰაერიდან მოტანილი ამბები არ არის და “დავიღალე, წადის“ გაგრძელებები აუცილებლად მოჰყვება.

კრიზისი არის ისტერიული. კრიზისი არ არის უბრალოდ პოლიტიკური და კონცენტრირებული. ჩვენ ვხედავთ კლანური დაპირისპირების კიდევ ერთ ფაზას და ჩვენ ვხედავთ ძალიან ნათლად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიას, რომელიც ერთ დღეში ღლის ადამიანს. დაიღალე, წადი, დაიღალე, წადი – კიდევ უნდა შეგვხვდეს, ამას გაგრძელებები ალბათ მოყვება, არ არის ეს ჰაერიდან მოტანილი ამბები. ნათლად ვხედავთ, რომ შავი ღრუბელის კამარა შეიკრა მამუკა მდინარაძის და მისი კლანის თავზე, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.

“ქართული ოცნების“ გუნდში არსებულ კრიზისზე საუბრობს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილიც. მისი თქმით, ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდა, ვის ენდოს და ვის არა.

გუნდში არის დიდი კრიზისი, დიდი გარჩევები, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდა, ვის შეიძლება ენდოს, ვის ვერ ენდოს, ვინ არის მოღალატე, ვინ არის მდინარაძის გუნდში, ვინ გაყვება ბიძინა ივანიშვილს და ვინ არის მისი პირადი ყურმოჭრილი მონა. ეს საკითხები მოუგვარებელი აქვს ამ ადამიანს ბოლო 2-3 წელია, ღარიბაშვილის გადაყენებიდან დ დაჭერიდან გაგრძელებული დღემდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცებს იმედი ეძლევათ, რომ ახლა ჩამოიშლება “ოცნება“ და ხელისუფლების გასაღები ქუჩაში ეგდება, მივალთ და ავიღებთ. ამისთვის ქართველ ხალხს, ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას ცალკე აქვს საბრძოლველი, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დღეს ეს გუნდი თავდაღმართშია და საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილსაც ჩაიყოლებენ, – ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, თენგო თევზაძე.

ამ მასშტაბი და უფრო დიდი მასშტაბისაც, რეორგანიზაცია და ცვლილებები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში დასრულდება იმ პოლიტიკური დასასრულით, რა პოლიტიკური დადასრულიც ელოდება მდინარაძეს და კობახიძის კლანს. დღეს ეს გუნდი თავდაღმართშია და საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილსაც ჩაიყოლებენ და მე ამაში დარწმუნებული ვარ, – ამბობს თენგო თევზაძე.

“გახარიას საქართველოსთვის“ წევრი, გიგა ფარულავა გამორიცხავს რომ აღნიშნული საკადრო ცვლილებები დეპუტატებთან წინასწარ იყოს შეთანხმებული.

მამუკა მდინარაძეც ამტკიცებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა და დაუღალავად იშრომებდა საქართველოს კეთილდღეობისთვის, მაგრამ ნახეთ, ერთ უეცარ დღეს ის წავიდა სახლში. გამოვრიცხავ, რომ საკადრო ცვლილებები დეპუტატებთან წინასწარ იყოს შეთანხმებული – განაცხადა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

დღესვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • მცხეთასთან მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები
  • “მამუკა მდინარაძის კლანის თავზე შავი ღრუბელი შეიკრა“ – რას ვარაუდობს ოპოზიცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge