Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფაქტობრივად, ბადრი ამან მოკლა გარდაცვალებამდე ვნახე, იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა …”- რას ამბობს ირაკლი რუხაძე 7 ნოემბრის საქმეზე

September 14, 2026
“რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი” – ირაკლი რუხაძე

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ფაქტობრივად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს “იმედში” განვითარებულმა მოვლენებმა, “მოკლა ბადრი”.

რუხაძემ დაკითხვისას ახსენა კონკრეტული ჩანაწერიც, რომლის ეთერში გაშვებაც ბადრი პატარკაციშვილმა „იმედის“ საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემების მაშინდელ ხელმძღვანელ, გიორგი თარგამაძეს დაავალა, თუმცა თარგამაძემ აღნიშნული მასალის ეთერში გაშვებაზე უარი თქვა.

“არ ვიცი, რა ხდებოდა 2006 წელს, როცა გირგვლიანის ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს იყო ამბავი, როდესაც ჩვენი ურთიერთობა აირია ხელისუფლებასთან. მოგვიანებით ვითარება დალაგდა რკინიგზის თემის გარშემო… სააკაშვილი პატარკაციშვილს ტელევიზიაში უცვლიდა საქართველოს რკინიგზას.

მოხდა ტელევიზიაში შევარდნა, აპარატურის დამსხვრევა, ხალხის დარბევა. მთელი აპარატურა გაანადგურეს…. როცა ჩვენ დავბრუნდით, ვნახეთ “რუსთავი 2”-დან, პირველი არხიდან გამოტანილი აპარატურა, რომლებსაც ამავე ტელევიზიის სტიკერები ეკრა უკან. ეს აპარატურა იმიტომ მოიტანეს, რომ ელჩებისთვის ენახებინათ, აი, აქ არის აპარატურა, არაფერი გაგვინადგურებიაო…

(“იმედის” დარბევის მერე) ბადრი პატარკაციშვილი იყო ინგლისში, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა სატელიტური ტელეფონით. საღამოს სახურავზე ავედი და დავურეკე, მითხრა, რაღაც გავუგზავნე [გიორგი] თარგამაძეს, უნდა გაუშვას და არ უშვებსო. მთხოვა, თარგამაძესთან მიდი და უთხარი, რომ გაუშვასო. მივედი თარგამაძესთან და მითხრა, “აუ, ირაკლი, იმიტომ არ ვუშვებ მაგ ჩანაწერს, რომ ნახო დამეთანხმები, რომ რისკიანია მისი გაშვებაო”. მითხრა, “საღამოს მოდი და ერთად გადავწყვიტოთ მისი გაშვებაო”… მერე, დღის განმავლობაში ის ჩანაწერი გაუშვა “რუსთავი 2”-მა, ოღონდ გადაკეთებულად. ბადრიმაც მითხრა, ეს არის გადაკეთებული ჩანაწერიო. თქვა, რომ ამას ასე არ დავტოვებ და ვიბრძოლებო. რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა…მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში.

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო”, – განაცხადა რუხაძემ.

ჩანაწერის ეთერში გაშვების ნაწილს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ ირაკლი რუხაძე იტყუება სასამართლო პროცესზე.

“ტყუილია, არ იყო მონტაჟი. ტყუილებს ნუ ლაპარაკობ! მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია. სააკაშვილთან რა პრეტენზია გაქვთ? ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილნენ მისი ჟურნალისტები, წერტილი. თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილი ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?

ამ კაცის დაკითხვით დადგინდა ის, რომ კაცმა, რომელმაც წააგო ჩემთან სასამართლო, თქვა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია, იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ წავიდნენ ჟურნალისტები.

თქვენ წახვალთ ისევ იმ სოროში, საიდანაც ივანიშვილს მოახსენებთ, როგორც შეასრულეთ თქვენი დავალება დღეს სასამართლოში. თქვენ შეხვალთ სოროში. ეს არის ივანიშვილის კენგურუს სასამართლო. ჩემი ტყვეობა დროებითია და მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები”, – განაცხადა სააკაშვილმა და მიმართა რუხაძეს: “თქვენ საუბრობთ “იმედზე”, რომელიც ბრიტანეთმა დაასანაქცირა.

“კი, “იმედი” არის დასანქცირებული”, – უპასუხა რუხაძემ სააკაშვილს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თელავში, შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს
  • “პარლამენტში თამაზ ბორაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება” – შალვა პაპუაშვილი
  • ბედნიერება ციფრული ეპოქის მიღმა – როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც 21-ე საუკუნეზე უარი თქვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge