ახალი სასწავლო წელი იწყება – მარტვილის სამ სოფელში მდებარე საჯარო სკოლებს პირველკლასელები არ ეყოლებათ
დოშაყე, ნახურცილავო და ნოღა – ეს ის სოფლებია, სადაც ახალი სასწავლო წელი პირველკლასელების გარეშე დაიწყება.
ხვალიდან ახალი სასწავლო პროცესი მარტვილის მუნიციპალიტეტში 37 საჯარო, ერთ კერძო და ერთ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ სკოლაში განახლდება.
საქსტატის 2024 წლის აღწერის მონაცემებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 29 533 ადამიანი ცხოვრობს.
საერთო ჯამში მარტვილში წელს 230-მდე პირველკლასელია დარეგისტრირებული.
