Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პროკურორი განმარტავს, რატომ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას

September 14, 2026
პროკურორი განმარტავს, რატომ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას

პროკურორი განმარტავს, რატომ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას.

ანა ლეკიშვილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სასჯელზე და სამივე შემთხვევაში იყო, როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა, და ქონების ჩამორთმევა, ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, აღიარებაც თუ არსებობს ბრალდებულის და მსჯავრდებულის, ბრალდების და დაცვის მხარე შესაძლოა, შეთანხმდეს სასჯელზე და მათ შორის თანამშრომლობაზე. მოცემულ შემთხვევაში ორივე პირობა დაკმაყოფილებული იყო, შესაბამისად, მხარეები შევთანხმდით, როგორც სასჯელზე, ასევე თანამშრომლობაზე. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება განისაზღვრა ერთ-ერთ პირობად. ამასთან ერთად, მხარეები შევთანხმდით სასჯელზეც, რაც, როგორც მოისმინეთ, სამივე შემთხვევაში იყო, როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა, და ქონების ჩამორთმევა, ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში. სამივე მათგანთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რაც შეთანხმებული იყო მხარეებს შორის, – განაცხადა ლეკიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ განისაზღვრა ჯარიმის თანხა, მაშინ როცა ზიანის რაოდენობა ბევრად მაღალი იყო, პროკურორმა შემდეგნაირად უპასუხა:

ზიანის ანაზღაურება და ჯარიმა არ არის ერთიდაიგივე. ჯარიმა არის სასჯელის სახე. მოცემულ შემთხვევაში, ბურჭულაძეს სასხ~ჯელის სახედგანესაზღვრა როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა, ასევე ქონების ჩამორთმევა, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, მოცემულ შემთხვევაში, ამ ნაწილში, როგორც გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს, ჯარიმის სახით, უშუალოდ განესაზღვრათ დამატებით 100 ათასი ლარის გადახდა, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, – განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მასთან ერთად საპროცესო შეეხო ექს-მინისტრის გარემოცვასაც.

საპროცესო გაფორმდა ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლის ძმაა.

შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაკისრებული ჯარიმები და ჩამორთმეული ქონებები 5-ჯერ აღემატება ზიანს” – რას ამბობს ბურჭულაძის ადვოკატი
  • საქართველო რუსული არყის მესამე უმსხვილესი იმპორტიორია
  • “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ ჭაობში ჩაფვლისთვისაა განწირული, ცოდვებით და დანაშაულებით დამძიმებულ „ნაცებს“ არაფერი ეშველებათ”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge