“გელაძის გაგდებამდე სუსიდან ბევრი ადამიანი გაუშვეს. ძალისმიერი, სპეცსამსახურის სტრუქტურა, რომელიც ვერტიკალს ასე ქაოტურად იცვლის – ივანიშვილსაც ვერ გაუმართლებს მოლოდინებს)).. თანამშრომლებმაც იციან, რომ უფროსი შეიცვლება და არც შემცვლელი იქნება გრძელვადიანი. ასეთი სტრუქტურა უბრალოდ არ არის ქმედითუნარიანი. ჩვენ ვიცით რაც ხდება, მაგრამ ყველა დაფიქრდეს სახელმწიფოს და ხალხის უსაფრთხოებას როგორ არის “დაცული” – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს ფეისბუქით გაავრცელა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა და მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა.
