“დაისაჯონ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელები“ – მსგავსი შინაარსი ბანერით და 23 წლის პროგრამისტის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეზე გამოძების განახლების მოთხოვნით ახალგაზრდა ქალის მშობელბა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა უწყებასთან პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
შვილმოკლული დედა გეძახით – ეწერა ბანერზე, რომელიც თეონა თამაზაშვილმა პროკურატურასთან გაშალა.
ქალი დაზარალებულად ცნობას და საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს.
პროკურატურის პასუხი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ძალა აღმართს ხნავს. ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზეა საუბარი. გვეუბნებიან, რომ არ ხარ დაზარალებული, ამიტომ არგაძლევთ უფლებას, რომ მასალებზე გქონდეთ წვდომა. ვითომ აშშ-დან მოვიდა უარი, თუმცა, არც იმ უარს არ მაჩვენებენ. მაშინ რტომა რ მიბრუნებენ კომპიუტერს – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
