Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?!…” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი

September 14, 2026
“რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?!…” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი

გიორგი ბარამიძეს არავინ ასამართლებს იმის გამო, პატრიოტია თუ არაპატრიოტი – რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?! სახელმწიფომ „ჩაუდო“ ეს ნათქვამი, მივიდა და ყურში უჩურჩულა?! – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად კატასტროფული საქართველოს იმიჯისთვის.

„არასერიოზული განმარტებებია. ის პატრიოტია თუ არაპატრიოტი, ამისთვის არავინ ასამართლებს. მას ბრალი წარუდგინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით – ეს არის საბოტაჟი. მისი განცხადება იყო აბსოლუტურად კატასტროფული საქართველოს იმიჯისთვის. ჩვენ რომ დავიწყოთ იმის მტკიცება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გენოციდს ვეწეოდით, ან დახვრეტებს ვაწარმოებდით და სამხედრო დანაშაულს ჩავდიოდით, სადამდე შეიძლება ამ მტკიცებამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მიიყვანოს, ძნელი მისახვედრი არ არის და მე მგონი, ამაზე ბევრი არ უნდა ვისაუბროთ. მან თავისი განცხადება დააზუსტა და თქვა იმაზე უარესი, ვიდრე თავიდან. ჯერ თქვა, რომ ამას არმია აკეთებდა, მერე თქვა, ამას აკეთებდა გაბრაზებული ხალხი, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა და მერე მიდიოდა ეს ხალხი და სამხედრო დანაშაულს ჩადიოდაო. ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია. რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?! სახელმწიფომ „ჩაუდო” ეს ნათქვამი?! მივიდა და ყურში უჩურჩულა, რაღაც შენი ნამოქმედარი არ მოგვწონს, გვინდა რეპრესია განვახორციელოთ და იქნებ ეს თქვა და ხელ-ფეხი გაგვეხსნასო?! ასე წარმოუდგენია ამ ხალხს?! რაც გააკეთა, თვითონ გააკეთა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ”. პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. „ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • ვრცელდება ახალი დეტალები სისხლიან დაპირისპირებაზე ზუგდიდში
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთაში – არის მსხვერპლი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge