“14 წელია ქოცები გვიმტკიცებენ, რომ ყველაზე მართლმადიდებლები არიან, ყველაზე ქრისტიანები არიან და ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის მთავარი დამცველები არიან. და ამ დროს რა ქნეს? მაშინ როდესაც მთელი საქართველო პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას ვგლოვობდით, მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს. არ მოგესმათ. ქოცების კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ, აი მაგან, 100 000 ევროს ღირებულების ჩანთები რომ დააქვს და ძაან ტვინიანი რომ არის და რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი მიითვისეს.
კიდევ უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა ქოცებისთვის, მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს ამ ვითომ მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის დამცველებმა. და ქოცებს მინდა ვკითხო – ხომ ვერ მეტყვით, რომელი 10 მცნებიდან მერამდენე მცნებაა მკვდარი პატრიარქის გაძარცვა?!” – ამბობს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე .
