Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სკოლის მიტოვებიდან 3.3-მილიარდიან სტარტაპამდე – ვინ არის ევროპის ყველაზე ახალგაზრდა self-made-მილიარდერი

September 14, 2026
სკოლის მიტოვებიდან 3.3-მილიარდიან სტარტაპამდე – ვინ არის ევროპის ყველაზე ახალგაზრდა self-made-მილიარდერი

მეტასკოლის მიტოვებიდან მილიარდერობამდე-25 წლის სტარტაპერის ისტორია ჯეიმს დეიკომბი, რომელიც 13 წლიდან პროგრამირებით იყო დაკავებული, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა self-made-მილიარდერი გახდა. 25 წლის ბრიტანელმა სკოლა ჯერ კიდევ უფროს კლასებში მიატოვა, რათა საკუთარი სტარტაპი დაეფუძნებინა. დღეს მისი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი კომპანია OLIX-ი 3.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სკოლის მიტოვებიდან მილიარდერობამდე

2017 წელს დეიკომბმა სკოლა იმისთვის მიატოვა, რომ დაეფუძნებინა სტარტაპი CoMind-ი, რომელიც ადამიანის ტვინის აქტივობას შეისწავლის. ოთხი წლის შემდეგ მან ტილის სტიპენდია მიიღო. ამან მას საშუალება მისცა, კოლეჯში ჩაბარებაზე უარი ეთქვა და თავისი საწარმო ახალ დონეზე გადაეყვანა.

დღეს 25 წლის ბიზნესმენი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა self-made-მილიარდერია. ეს სტატუსი მან ორი წლის წინ ლონდონში დაფუძნებული კომპანია OLIX-ის წყალობითა და CoMind-ის წილის ფლობით მოიპოვა, რომელსაც ის დღემდე ხელმძღვანელობს.

3.3-მილიარდიანი შეფასება და გიგანტი ინვესტორები

დეიკომბმა OLIX-ი ლონდონში 2024 წელს დააფუძნა და სულ რაღაც ნახევარ წელიწადში მისი შეფასება სამჯერ გაიზარდა – 2026 წლის აგვისტოს დასაწყისში მან 3.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. სტარტაპმა საწყის ეტაპზე 312 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

ინვესტორებს შორის აღმოჩნდნენ ამერიკული საინვესტიციო ფირმა Fundomo, ჩიპების დეველოპერი Arm, ფონდი Hudson River Trading და Netflix-ის თანადამფუძნებელი რედ ჰასტინგსი. გარდა ამისა, კომპანიამ მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთის სუვერენული AI-ის განვითარების სახელმწიფო ფონდისგანაც მიიღო.

ახალი რაუნდის შედეგად დეიკომბი, რომელიც OLIX-ის 30%-ს ფლობს, „ცხრა ნულის კლუბში“ (მილიარდერებში) შევიდა. იგი ასევე ფლობს CoMind-ის 12%-იან წილს, რომელმაც 2025 წლის აგვისტოში 102.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა.

„ახალგაზრდა მილიარდერების ბუმი“

დეიკომბი მსოფლიოში არსებული იმ 11 self-made-მილიარდერიდან ერთ-ერთია, რომელთა ასაკიც 30 წელზე ნაკლებია. ამ სიიდან მხოლოდ ოთხი ადამიანი არ არის აშშ-ის მოქალაქე.

მათ შორის არის 26 წლის შვედი არვიდ ლუნემარკი, AI-კოდის რედაქტორის Cursor-ის თანადამფუძნებელი. მან სამ კოლეჯის მეგობართან ერთად კომპანია 2022 წელს დააფუძნა, ხოლო 2026 წლის 14 აგვისტოს მისი ქონება თითქმის გაორმაგდა და 2.4 მილიარდ დოლარს მიაღწია მას შემდეგ, რაც SpaceX-მა Cursor-ი 60 მილიარდ დოლარად შეიძინა.

კიდევ ერთი 26 წლის შვედი მილიარდერია ფაბიან ჰედინი, Lovable-ის თანადამფუძნებელი. მისი სტარტაპის შეფასებამ 13.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც ჰედინის ქონება 3.1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა self-made-მილიარდერი 22 წლის ამერიკელი სურია მიდჰაა, რომლის AI-რეკრუტინგის სტარტაპმა Mercor-მა 10 მილიარდი დოლარის შეფასება მიიღო, ხოლო თავად მიდჰას ქონება 2.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3 პროცენტით გაიზარდა
  • სკოლის მიტოვებიდან 3.3-მილიარდიან სტარტაპამდე – ვინ არის ევროპის ყველაზე ახალგაზრდა self-made-მილიარდერი
  • სოფო ბიბილაშვილის ემოციური მიმართვა გურამ დადიანიძის მამას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge