ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? – ამ სათაურით აქვეუნებს კვლევას “საერთაშორისო გავჭვირვალობა საქართველო”.
TI ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერიაზე საუბრობს და ამ უკანასკბელის მონოპოლიებზე, რუსულ კავშირებზე, ოფშორებსა და პოლიტიკურ გავლენებზე წერს.
TVPIRVELI.GE კვლევას უცვლელად გთავაზობთ:
“მსხვილი ბიზნესისა და პოლიტიკური ძალაუფლების ზღვარის წაშლა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ, სისტემურ ნიშნად იქცა. სტრატეგიულ სექტორებში ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესების გადაკვეთა პირდაპირ აისახება დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხზე.
ამ რეალობის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ფოთის სტრატეგიული სიმდიდრეების შესახებ მომზადებული ჩვენი კვლევა, სადაც ერთ-ერთ ფიგურანტად გამოიკვეთა ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. „Forbes Georgia“-ს მონაცემებით, მაქაცარია ქვეყნის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მე-9 ადგილს იკავებს (1,132,070,000 ლარი), მისი ჰოლდინგი „სი ბი ეს ჯგუფი“ (CBS Group) თბილისში აკონტროლებს გაზის და ელექტროენერგიის მიწოდების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროებს, პარალელურად კი ფლობს მსხვილ აქტივებს ტელეკომუნიკაციის, საზღვაო-ლოგისტიკურ თუ სხვა სფეროებში.
საინტერესოა მაქაცარიას პოლიტიკური პოზიციონირებაც, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2024 წლის აპრილში, როდესაც მან, სხვა მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას და ღიად დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ, რეპრესიულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
წინამდებარე კვლევაში იდენტიფიცირებულია 45-მდე კომპანია, რომლებსაც ხვიჩა მაქაცარია ფლობს ან მართავს უშუალოდ, მისი მეუღლის, მარია კოხიას, ჰოლდინგ “სი ბი ეს ჯგუფის” ან სხვა ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით. კვლევის მთავარი მიზანია ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესქსელის კომპლექსური ანალიზი და იმ მექანიზმების აღწერა, რომლის მეშვეობითაც ჯგუფი ახდენს კაპიტალისა და გავლენების კონსოლიდაციას. განაგრძეთ კითხვა…
