ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭაში ქალი ჩავარდა და დაშავდა – ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ მოქალაქემ აცნობა.
მოქალაქე ამბობს, რომ საკანალიზაციო ჭა ღია და სახიფათო მდგომარეობაშია.
“სამწუხაროდ, აღნიშნულ ორმოში დედაჩემი ჩავარდა და სერიოზულად დაშავდა. გულმკერდის არეში ნეკნი აქვს გატეხილი და მრავალი დაზიანება მიიღო“ – ამბობს მოქალაქე აჭარა თაიმსთან.
