ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა – ერთი ადამიანი კი დაშავდა.
ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
