Saturday, September 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას და ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს

September 12, 2026
კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას და ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს

კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას და ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს. ვიდეოში დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიაა ასახული.

შსს-ს ცნობით, სათვალთვალო კამერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ 29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ის 29 აგვისტოს 20:57 საათზე ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით.

კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით, ე.წ პიერ ბათუმის ხიდის მიმდებარედ. ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა.

უწყების მტკიცებით, თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად განხორციელებული შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების თაობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ასევე, დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესო დეკანოსიძე ბათუმის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს 20:57 საათზე ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით.

კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით, ე.წ პიერ ბათუმის ხიდის მიმდებარედ. ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა.

თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ჩაერთვნენ ძებნის ღონისძიებაში. ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კესო დეკანოსიძის ცხედარი ნანახი იქნა ქობულეთის ტერიტორიაზე ზღვაში. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გია ბარამიძის დაკავება არის რუსეთის დავალება – ანა წითლიძე
  • კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას და ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს
  • 17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დანაშაულს აღიარებს – ადვოკატის თქმით, იგი ჩადენილს “ნანონს და ინანიებს”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge