Saturday, September 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დანაშაულს აღიარებს – ადვოკატის თქმით, იგი ჩადენილს “ნანონს და ინანიებს”

September 12, 2026
17 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დაკავებული არასრულწლოვანი “ძალიან განიცდის და ნანობს, რაც მოხდა”

დაკავებული არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭის მკვლელობას აღიარებს – ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსოწრების ფიგურანტი, ადვოკატის თქმით, ჩადენილს “ნანონს და ინანიებს”.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი ძიძიგურმა მედიასთან განაცხადა, დაკავებული ძალიან განიცდის და “შოკურ მდგომარეობაშია”.

ირკვევა, რომდაკავებული მე-12 კლასში იმყოფება, ინგლისში სწავლა მიატოვა და ბებიასთან საქართველოში ჩამოვიდა.

“საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას აღიარებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დავეთანხმეთ. ინანიებს, ნანობს მომხდარს, ძალიან განიცდის და შოკირებულ მდგომარეობაშია. ის ნამდვილად გულწრფელად ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. რაც შეეხება მომხდარს, აღნიშნულზე ბრალდებული ჩვენთან არ საუბრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაზარალებულს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, რამდენიმე საათის განმავლობაში ეგდო და არავინ ეხმარებოდა, ცრუ ინფორმაციაა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წამებში მოხდა, მალევე მივიდა პოლიციაც, დარეკილი იყო 112-ში და სასწრაფო დახმარებაც მალე მივიდა, თუმცა, შედეგი დადგა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს ქვეშ იმყოფება, რამდენადაც ვიცი, ქურდობასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულ საქმეში მე ადვოკატი არ ვყოფილვარ.

ბრალდებული ჩვენთან კომუნიკაციაში ფაქტობრივად არ შემოდის. თავის დროზე, ინგლისში იყო სასწავლებლად წასული, ამჟამად მე-12 კლასში იმყოფება, თუმცა, ინგლისში სწავლა რატომ არ გააგრძელა ვერ გეტყვით, ჩამოვიდა და ბებიასთან იზრდებოდა. დედა საზღვარგარეთაა, ბებიასთან იზრდებოდა, ბებია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავისი შვილიშვილი ეკონტროლებინა და სწორ გზაზე დამდგარიყო, ბებიას რაც შეეძლო, მაქსიმალურად კარგს უკეთებდა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე – 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა.

მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა – გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გია ბარამიძის დაკავება არის რუსეთის დავალება – ანა წითლიძე
  • კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას და ვიდეო-ჩანაწერს ავრცელებს
  • 17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დანაშაულს აღიარებს – ადვოკატის თქმით, იგი ჩადენილს “ნანონს და ინანიებს”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge