საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი, LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო მსოფლიო მილიარდერების ათეულს მიღმა აღმოჩნდა. Forbes-ის და Bloomberg-ის მილიარდერების განახლებულ რეიტინგში ის მე-11 ადგილზე გადავიდა.
მილიარდერების Top-10-ეული კი პირველად ისტორიაში, სრულად ამერიკელმა მილიარდერებმა დაიკომპლექტეს, რომელთა უმრავლესობაც IT-სფეროს წარმოადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ Bloomberg Billionaires Index-ზე დაყრდნობით გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების Top-10-ეულს:
ილონ მასკი – 919 მლრდ დოლარი
ლარი პეიჯი – 286 მლრდ დოლარი
ჯეფ ბეზოსი – 274 მლრდ დოლარი
სერგეი ბრინი – 266 მლრდ დოლარი
მაიკლ დელი – 245 მლრდ დოლარი
მარკ ცუკერბერგი – 229 მლრდ დოლარი
ლარი ელისონი – 208 მლრდ დოლარი
ჯენსენ ჰუანგი – 181 მლრდ დოლარი
სტივ ბალმერი – 172 მლრდ დოლარი
უორენ ბაფეტი – 144 მლრდ დოლარი
როგორც Bloomberg აღნიშნავს, 2012 წლის შემდეგ, რაც აღნიშნული ინდექსი ქვეყნდება, რეიტინგში პირველი ათეული ამერიკელებმა პირველად დაიკავეს. რაც შეეხება ბერნარ არნოს, Bloobmerg-ის მიხედვით, ის ამ დროისთვის 143 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს.
