ოზურგეთში ორმხრივი სროლის შედეგად 1 პირი მსუბუქად დაიჭრა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევა დაჭრილის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. როგორც გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და თავდასხმის დროს სახლში დაჭრილი კაცის გარდა მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ცნობილია, რომ კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მთავარი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.
