Friday, September 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით, 11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

September 11, 2026
საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით, 11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრი Red Bull Soapbox Race), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 11 სექტემბრის 20:00 საათიდან 12 სექტემბრის 22:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება ღვინის აღმართზე და დუტუ მეგრელის ქუჩაზე. ასევე, მეტეხის ხიდზე ევროპის მოედნის მიმართულებით შეიზღუდება ორი სამანქანო ზოლი, ხოლო ევროპის მოედანზე – ერთი განაპირა ზოლი ნოე ჟორდანიას სანაპიროს დასაწყისამდე.

მეორე ეტაპზე, 12 სექტემბრის 22:00 საათიდან 14 სექტემბრის 03:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართზე, დუტუ მეგრელის ქუჩასა და ევროპის მოედანთან დამაკავშირებელ ნოე ჟორდანიას სანაპიროს მონაკვეთზე.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.

რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სიმართლე არის დღესავით ნათელი. ნიჭიერი ადამიანი არ შეიძლება იყოს ქოცი…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი
  • გურიკა დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • მასშტაბური ხანძარი კონგოში, რომლის დროსაც 300-მდე შენობა განადგურდა – მხოლოდ 2 სკოლაში, სულ მცირე, 26 ბავშვი დაიღუპა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge