2025 წლის დეკემბერში პარტია “გირჩის” ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სუს-ის მაშინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ დააორგანიზა – ამის შესახებ იაგო ხვიაჩიამ “ტვ პირველთან” განაცხადა.
ხვიჩია არ მალავს, რომ მამუკა მდინარაძესთან ხშირი კომუნიკაცია და ურთიერთობა ჰქონდა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თემას, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან იმისთვის არ მისულა, რომ მისი გამოსწორება ეცადა, ან შენიშვნები მიეცა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის აზრი აინტერესებდა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძე იმ შეხვედრაზეც იყო ჩემი კოლეგა მეათე მოწვევის პარლამენტიდან იყო ერთ-ერთი გავლენიანი დეპუტატი “ქართული ოცნების” შემადგენლობაში, რომელთანაც მე ხშირი კომუნიკაცია მქონდა. შესაბამისად, ის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ამ შეხვედრის ორგანიზების.
ის შეხვედრის ორგანიზატორი იყო. უხერხული (რომ იქ სუს-ის უფრო იყო) როგორ გითხრათ ახლა, მე ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, და ახლაც მიხარია და ვამაყობ.
(კითხვა – ოპოზიცია ფიქრობს, რომ იაგო ხვიჩიას პარტია “ქართული ოცნების” სატელიტი პარტიაა და სწორედ როგორც სატელიტი ისე იყო შეხვედრაზე წარმოდგენილიო).
ჩემი შენ გითხარი, გული მოგილალიოს წააგავს ეს შემთხვევა. ძალიან მინდოდა “საქართველოს დაბადებაში” ბინა ივანიშვილის მოწვევა და ვწუხვარ, რომ ეს არ გამომივიდა. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ გამომივიდა. ჩემი გადაცემის მაყურბელს მინდა ვუთხრა, ვპირდები მაყურებელს და შევპირდი ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც, რომ ეს ტემა ისევ მაინტერესებს და ჩემი ციკლი არ გამოვა უბრალოდ მისი მონაწილეობის გარეშე.
“საქართველოს დაბადებაში” მონაწილეობა არ ყოფილა შეხვედრის არც პირველადი, არც მეორადი, არც მესამედი მიზეზი, მაგრამ საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას, გითხრათ ის, რაც მე მეხება და არა მეორე მხარეს. მან ძალიან გასაგები არგუმენტით, რომ ჯერ ადრეა მისთვის მემუარულ სტილში გადაცემაში მონაწილეობა. მთავარი თემა არ ყოფილა ერთი- ბევრი იყო, მათ შორის ქვეყნის როგორც შიდა ისე საგარეო ურთიერთობა, ჩვენი ადგილი სამყაროში, ოპოზიცია მათ შორის.
საერთოდ როდესაც მიდიხარ ასეთ შეხვედრაზე, უნდა აირჩიო – ერთი, რომ ეს კაცი გამოასწორო და უთხრა შენიშვნები, რჩევები, დარიგეგები, საყვედურიც მათ შორის და მეორე ვარიანტია, რომ მისი აზრი გაიგო იმ თემებზე, რაც შენ ძალიან გაინტერესებს და ბოლო 10 წელია საჯაროდ ამაზე ლაპარაკობ, ჩვენ მეორე ავირჩიეთ”, – ამბობს იაგო ხვიჩია.
