Thursday, September 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფარცხალაძე როგორც ახსენებს, 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა “არბატის” შემადგენლობაში” – რას ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ დანაყოფ “გეორგიევსკის” შექმნაზე

September 10, 2026
ფარცხალაძე როგორც ახსენებს, 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა “არბატის” შემადგენლობაში” – რას ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ დანაყოფ “გეორგიევსკის” შექმნაზე

ვლადიმერ ჩაჩიბაია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ დანაყოფ “გეორგიევსკის” შექმნას ემხაურება. მისი თქმით, ფარცხალაძე 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა “არბატის” შემადგენლობაში.

“ფარცხალაძე როგორც ახსენებს, 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა “არბატის” შემადგენლობაში. არბატი როგორც ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა ბოქსის ფედერაციის, თუ რაღაც კლუბის ბაზაზე, რომელთა ხელმძღვანელებიც იყვნენ სომხური წარმომავლობის ადამიანები, რომლებსაც ასევე კავშირი ჰქონდათ კრიმინალურ ცხოვრებასთან. შემდგომში არბატი სასომხეთში გამოიყენებოდა სიტუაციის ასარევად რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან.
ეს ქვედანაყოფი, რომელსაც ფარცხალაძე ქმნის ალბათ რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, ასევე შეიძლება თავსატეხი გახდეს თუნდაც არსებული ხელისუფლებისთვის…ეს ქვედანაყოფი ჩამოყალიბებისთანავე დიდი ალბათობით გაივლის გამოცდილებას უკრაინის ფრონტის ხაზზე, ის დარჩენილი პირადი შემადგენლობა, 50-60% დიდი ალბათობით განადგურებული იქნება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ინტენსივობით მიმდინარეობს ბრძოლა უკრაინაში, თუმცა გამოცდილებამიღებული ადამიანები, შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იქნან სხვადასხვა მიზნებით თუნდაც საქართველოში. მოხდეს მათი შემოჟონვა, შემოდინება და შემდგომში სად რა პროვოკაციულ საქმიანობას განახორციელებენ, ეს დიდი თავსატკივარი იქნება, ალბათ, სრულიად საქართველოსთვის” – ამბობს “TV ფორმულასთან” თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ დანაყოფ “გეორგიევსკის” შექმნაზე.

ფარცხალაძემ კრემლის მედიას უთხრა, რომ ამ დანაყოფის ჩამოყალიბებამდე მომზადება რუსულ ქვედანაყოფ “არბატში” გაიარა:
“უზენაესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2025 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მოწვევის მიღების შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე არბატის მოხალისეთა კორპუსში მემსახურა, სადაც ცხრა თვე გავატარე. ხოლო „არბატში“ სამსახურის დასრულების შემდეგ, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა საერთაშორისო მოხალისეთა რაზმი „გეორგიევსკი” – განუცხადა ოთარ რომანოვ ფარცხალაძემ კრემლის პროპაგანდისტულ TASS-ს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ტრაგიკული მდგომარეობაა… ეს ყველაფერი არის თავს მოხვეული, ე.წ. Deep State-ის მხრიდან იმისათვის, რომ ევროკავშირი ხელოვნურად დაასუსტონ” – ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე
  • ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, არ გამორიცხავს, რომ გვამის ექსჰუმაციის საჭიროება დადგეს
  • “გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად, ცეცხლი გაუხსნა „თავის სააკაშვილს”…- რას ამბობს ცოტნე ანანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge