Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

September 10, 2026
არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

ესპანელმა და ეგვიპტელმა არქეოლოგებმა საკარაში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

ესპანურ-ეგვიპტურმა არქეოლოგიურმა მისიამ, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტისა და ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ეგიდით, კაიროს სამხრეთ-დასავლეთით, საკარას ნეკროპოლისში, ძველი სამეფოს მეხუთე დინასტიის პერიოდის (ძვ. წ. 2494–2345 წწ.) უნიკალური სამარხი აღმოაჩინა.

სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც – შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.

ძეგლი გამოირჩევა თავისი არქიტექტურული სილამაზითა და მაღალი ოსტატობით შესრულებული რელიეფებით, რომლებიც სოფლის მეურნეობის სცენებსა და შესაწირის პროცესიებს ასახავს. ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს ცნობით, ნამუშევრები საოცრად კარგადაა შემონახული და მათზე თავდაპირველი საღებავების ფერები დღემდე მკაფიოდ ჩანს.

ტერიტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იყო ცნობილი, თუმცა სიღრმისეულად არასდროს შესწავლილა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს ძველი ეგვიპტის არქიტექტურასა და ადმინისტრაციულ ცხოვრებაზე ახალი მონაცემები მიაწოდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ იქვე ახლოს კიდევ ორი მსგავსი სამარხი მდებარეობს, რომელთა გათხრასაც მომავალში გეგმავენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის სააგენტო „ქართულ ოცნებას“ კურსს უწონებს
  • “მივმართავთ გენერალურ პროკურორს” – ალეკო ელისაშვილის ადვოკატები მიმართვას ავრცელებენ
  • არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს შიდა პოლიტიკაში უხეშად ჩაერიოს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით ხელის გადაგრეხვის პრინციპი უნდა შეცვალოს – ირაკლი ჭეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge