Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მან შეძლო შეუძლებელი, ის ჩემი გმირია…შენ გაგიმარჯოს მიშა“ – მეგი გოცირიძე

July 28, 2022
„მან შეძლო შეუძლებელი, ის ჩემი გმირია…შენ გაგიმარჯოს მიშა“ – მეგი გოცირიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს:

“ხალხი მოსთქვამს , მიშა ქართული პოლიტიკიდან გავიდაო  და ან პოლიტიკა სად ნახეს  ქართული, ან  როგორ წარმოუდგენიათ,  უკრაინის მოქალაქე,  თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა,  ახალგაზრდა ტყვე,  ლოგინად ჩავარდნილი გენიოსი,  10 თვეში-14 სახის  შეძენილი  დაავადებითა და 50 კგ. დაკლებული, მსოფლიო დონის გამოჩენილი-პოლიტიკური მოღვაწე, პუტინის ტყვეობაში მყოფი  , ახლა ‘ქართულ” პოლიტიკაზე ფიქრობდეს , რომელიც სინამდვილეში, არც ქართულია და არც პოლიტიკა?! დიახ! მთავარი მისი სიცოცხლის გადარჩენაა და უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნება  , სადაც რეალურად წყდება საქართველოს ბედი…. ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ვესაუბრე და გეტყვით, რომ სრულიად გაცნობიერებულად ჩამოვიდა მიშა საქართველოში, ზუსტად იცოდა სად მოდიოდა და რისთვის… რა  მოიგო ქვეყანამ და რა წააგო თავად მიშამ  ?! ქვეყანამ მოიგო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა  , რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, მიტაცებული აქვს სახელმწიფო  და ამით გადაარჩინა ქვეყანა, ლოგინად ჩავარდნილმა ტყვემ გვითხრა, მე ეს გავაკეთე , ჩემი ქვეყნისთვის, ჯერი თქვენზეაო და  ამ “ჯერს”,  გარედან დააკვირდება, დასავლეთის ზეწოლით სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება და უკრაინის პოლიტიკაში ჩაერთვება აქტიურად და რა წააგო პიროვნულად თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელმა მამამ ? არც არაფერი! როცა უკრაინიდან შემოუთვალა, ბორენკა- სიურპრიზსს ელოდე ჩემგანო, ეს სიურპრიზი მოუწყო, როცა პირველი  პოსტი დადო : “დილა მშვიდობისა საქართველო, 8 წლის  შემდეგ” – ო, რეტი დაასხა ბორენკას ოცნებას  და მისი შიშების შესახებ მითი გააცამტვერა!!! პუტინის მიერ აღიარებულმა, მისმა   პირადმა მტერმა, პუტინის სასამართლოს მიერ გამტყუნებულმა – უდიდესმა ქართველმა , პუტინის სასამართლოში მიტინგები ატარა, სამოქმედო გეგმა დადო, საკუთარი თავის სრული პოლიტიკური  რეაბილიტაცია მოახერხა  და მითები, რასაც მისი მმართველობის არასრული 9 წელი ქმნიდა კრემლი და  აქაურ  ოპოზიციას ავრცელებინებდა, რომელიც  დღეს, ხელისუფლებაშია და არასრული ათი წელი იგივეს აგრძელებს, თავზე დააფშვნა  კრემლის პროპაგანდიტებს  19 წლის ნაშრომი!!! მიშას მოღვაწეობა ისტორიაში უკვე ჩაწერილია შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი, ვარდების რევოლუცია და მას შემდეგ, ცოცხების რევოლუცია და მას შემდეგ, უკრაინის ორი მაიდანი და მას შემდეგ…. იწერება საქართველოში შემოსვლა და მას შემდეგ….მიშას ცხოვრება მრავალსერიანი ფილმია, ახლა ერთ-ერთ მძიმე  პერიოდს გადის და გაივლის კიდეც … მიშას  ჩამოსვლამ, პუტინის  ციხეში ჩაჯდომამ და მისმა წამებამ ბოლომდე  ახადა ნიღაბი ივანიშვილის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს  მსოფლიოს თვალში და  ბოლომდე გააშიშვლა ,  პრაქტიკულად  მოკლა რუსული ოცნება და დასამარხად  მოგვიგდო , რომელიც ყოველდღიურად , სულ უფრო მეტად  იხრწნება და იხრწნება , ამ გახრწნის პროცესს უყურებს მთელი მსოფლიო და ქართველ ხალხს მოუწოდებს  დამარხეთ, რაღას უყურებთ, ხომ ხედავთ ხრწნის პროცესი იმდენად მასშტაბურია, ყველანი ერთად დაიწამლებით,  დალპებით რუსეთის ბოსტანში, ჩვენ აქ ვართო…

მიშა მაგარია, ყველაზე მაგარია , მან შეძლო შეუძლებელი, ის ჩემი გმირია, ის აუცილებლად  გადარჩება! იცოცხლებს,  იცოცხლებს ერთიანი უკრაინისთვისა 🇺🇦 და ერთიანი საქართველისთვის🇬🇪 რადგან ეს არის მისთვის მთავარი პოლიტიკური მიზანიცა და მოტივაციაც!

შენ გაგიმარჯოს მიშა! მადლობა იმ არასრული 9 წლისთვის და ამ არასრული 10 წლისთვის, მადლობა  იმისთვის,  მომავალში რასაც გააკეთებ ამ ორი მოძმე სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის

ჯანმრთელობას გისურვებ, ჩემო გმირო და ძალიან  დიდხან სიცოცხლეს

მადლობა ყველაფრისათვის  და ბოდიში, ყველას ნაცვლად ” – წერს გოცირიძე

Tags: მეგი გოცირიძემიხეილ სააკაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ციხეში მყოფებს გარედან ნუ ანერვიულებ!“ – რას წერს ნიკა გვარამია?
  • “ვარკეთილში უცნობმა პირმა ავტოსადგომზე მიკროავტობუსი გაიტაცა და 5 ავტომობილი დაამტვრია” – რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში
  • პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ დაიწყება – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge