Thursday, September 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალექსი თირქიას დედა განცხადებას ავრცელებს

September 10, 2026
ალექსი თირქიას დედა განცხადებას ავრცელებს

“ამ თავის ქალაზე დარჩენილი უმძიმესი კვალი არის იმ სისასტიკის შედეგი, რომელმაც ჩემს შვილს მთელი ცხოვრება დაუმახინჯა და სამუდამო დაღი დაასვა. ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა და ასეთი ტკივილი და ტანჯვა მიაყენა, არ გაიხაროს ალექსის ცოდვით. არავის აქვს უფლება, ასე დაუნგრიოს ახალგაზრდა ადამიანს ცხოვრება და შემდეგ უსირცხვილოდ, დაუსჯელად იაროს გარეთ.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანები თავისუფლად დადიან, მაშინ როცა ჩვენი შვილები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და მომავლისთვის იბრძვიან.
ასეთი ხელისუფლების ხელშია ჩვენი ახალი თაობის ბედი – ახალგაზრდების, რომლებიც საკუთარ აზრს გამოხატავენ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. ახალგაზრდებს, ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ, სასიკვდილოდ იმეტებენ და მათი სიცოცხლის ფასად საკუთარ ძალაუფლებას ინარჩუნებენ.
ალექსის თავის ქალაზე დარჩენილი ეს კვალი მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია არ არის. ეს არის იმ უსამართლობისა და სისასტიკის სიმბოლო, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.
დედის გულს ყველაზე მეტად ის სტკივა, რომ ჩემი შვილის ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა. მისი ტკივილი, დაკარგული ჯანმრთელობა, შიში და მომავლის გაურკვევლობა ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ მე არ გავჩუმდები. სანამ ძალა მექნება, მოვითხოვ სიმართლეს და სამართლიანობას ჩემი შვილისთვის და ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვინც ასეთივე უსამართლობის მსხვერპლი გახდა.
ღმერთმა განსაჯოს ისინი, ვინც უდანაშაულო ახალგაზრდების სისხლსა და ტკივილზე აგებენ საკუთარ მომავალს. მე კი მხოლოდ ერთს ვითხოვ — ჩემს შვილს მიეცეს მშვიდად ცხოვრების, მკურნალობისა და მომავლის უფლება.“ – წერს 2024 წლის 3 დეკემბერს აქციაზე დაშავებული ალექსი თირქიას დედა სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხელისუფლების იმედი, რომ დასავლურ ინვესტიციებს აღმოსავლური ჩაანაცვლებდა, არ გამართლდა-ვინც იყო, ისინიც გადიან…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • პოლიციამ თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
  • სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ხუთი პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge