აზერბაიჯანში, შაქის რაიონის სოფელ ბაშ კელდეკში მდებარე დასასვენებელ ზონაში საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულია კიდევ ერთი დამსვენებელი. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 8 სექტემბერს მოხდა. პირველადი ინფორმაციით, საბაგიროს დამჭერი ჯაჭვი გაუწყდა, რის შედეგადაც სკამი მოწყდა და ორივე ახალგაზრდა სიმაღლიდან გადმოვარდა. ორივე ადგილზე დაიღუპა.
შაქის რაიონის პროკურატურამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ავარიის მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა.
