“მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი, ეკა ბესელია გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მომდევნო წერილებში მის სახლში აღმოჩენილ ფულზე ილაპარაკებს. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
“ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რომ ნამდვილად კორუფციას ებრძოდეს, მაშინ “მდინარაძეც ციხეში უნდა იყოს ახლა, ზარდიაშვილიც და კობახიძეც”.
კორუფციას რომ ებრძოდეს ბიძინა ივანიშვილი, მაშინ მდინარაძეც ციხეში უნდა იყოს ახლა, ზარდიაშვილიც, კობახიძეც მათ შორის იმიტომ, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ ოქროს ზოდები, ან სახლში აღმოჩენილი თანხა, მათ შორის უკანონო საქმიანობით და გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო ქვეყნის საზიანო – არის კორუფციის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, არავინ არ უნდა იყოს მაშინ იმ თანამდებობაზე, რაზეც არიან. შესაბამისად არ მგონია, ის განცდა გვქონდეს ვინმეს, ვინც ვიცით ეს ვითარება უფრო ახლოს, რომ კორუფციის გამო დაიჭირეს ღარიბაშვილი. მე მგონია, რომ ის მომავალ რომელიმე წერილში სახლში აღმოჩენილ თანხასთან დაკავშირებითაც ისაუბრებს, არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაქვს განსხვავებული ინფორმაცია ამ თემაზე… თავად ილაპარაკოს, ჩვენ რატომ დავასწროთ…” – ამბობს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას თქმით, დაპირისპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჯერჯერობით “მიუშვა”, ასე არ დამთავრდება და მისი აზრით, ირაკლი კობახიძე იქნება შემდეგი, რომელიც “პასუხისმგებლობის ადრესატი გახდება”.
მე მგონი კობახიძე იქნება შემდეგი. არ მგონია ამ კონფლიქტში, რომელიც უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს აჩვენებს და მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობას აბსოლუტურად, რომ კობახიძემ გაიმარჯვოს იმიტომ, რომ ივანიშვილს მოუწევს არჩევნის გაკეთება საერთო და გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე, რა სჭირდება მას. ეს დაპირისპირება, რომელიც მან ჯერჯერობით მიუშვა და ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინეს, არ ნიშნავს, რომ ასე დამთავრდება ეს პროცესი, ასე ვერ დასრულდება და კობახიძეც ბუნებრივია ამ პროცესის შემდგომი ადრესატი გახდება პასუხისმგებლობის,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
