1 სექტებრიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი გახდა და ერთ განაცხადზე 10 ლარი შეადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, მეღვინეობის დარგის განვითარების გარდამავალ ეტაპზე, სერტიფიცირების გარკვეული მომსახურება საფასურისგან გათავისუფლებული იყო, თუმცა მათივე განცხადებით, ექსპორტის მასშტაბებისა და ღვინის მწარმოებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, სერთიფიცირების მომსახურების სრულად უფასოდ შენარჩუნების საჭიროება აღარ დგას.
