Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

მერაბ მალანია გაბაშვილისა და მისი შვილის შესაძლო სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრობს

September 9, 2026
მერაბ მალანია გაბაშვილისა და მისი შვილის შესაძლო სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრობს

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას მასწავლებელზე ჯგუფური ანგარიშსწორების პროცესში დახმარებას ედავებიან. ოჯახი ბრალდებას კატეგორიულად უაყოფს.

მერაბ მალანია ირწმუნება, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოოლას აანონსებს.

ამდენი ხანია, ამას ვიხვეწები და არავინ გვეუბნება, არ ვიცი, რა მტკიცებულებებია. მოლოდინი აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით არ მქონია, რადგან რეზონანსული საქმეა. ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ“, – აცხადებს მალანია.

ჟურნალისტებმა დღეს შსს-ს ყოფილ მღალჩინოსანს გიგა ავალიანის დედის განცხადების შესახებაც ჰკითხა, რომლის მიხედვითაც ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილისა და მისი შვილის დიალოგი მერაბ მალანიას ესმოდა.

მალანია აღნიშნულს არ ადასტურებს – „ფრესკოში“ რომ შევედი, შეიძლება იმ დროს დაურეკა ჩემს შვილს გაბაშვილმა”.

მისივე მტკიცებით, გიორგი მალანიას მსჯავრდებული გაბაშვილი პირადად არასდროს უნახავას და არ შეხვედრია.

მე ამას ვერ ვიხსენებ. ის დღე, რომელზეც საუბარია, თავდასხმის ღამეა, გიორგი სასწავლო ცენტრიდან მე მომყავდა, გზაში გავაჩერე მანქანა, მაღაზიაში შევედი – „ფრესკოში“. შეიძლება იმ დროს დაურეკა, მართლა არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. ყოველ შემთხვევაში, ხომ ვკითხავდი, ვის ელაპარაკებოდა.

სატელეფონო საუბრის გარდა, ჩემს შვილს გაბაშვილთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც დანარჩენ მსჯავრდებულებთან, ნია იმნაძის გარდა. ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით, ნია იმნაძის მამა წარმოშობით ლანჩხუთიდანაა, საიდანაც ჩემი მეუღლეა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა გვქონდა, ბავშვებს ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთად ყოფნა უწევდათ, ერთად გაიზარდნენ. ეს იყო მათი კავშირი“, – განაცხადა მალანიამ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე ვიცი, რომ მისი ოჯახი გაყვანილია ქვეყნიდან, მისი ცოლისძმა საქართველოში აღარ იმყოფება” – რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში
  • რას მალავს “ქართული ოცნება” ჩორჩანას საგუშაგოზე – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge