Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ საქმის გამოძიება და ჯაშუშად შერაცხვა მოხდა მამუკა მდინარაძის დროს, როცა ის იყო სუს-ის უფროსი…”- რას ამბობს ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი

September 9, 2026
“ამ საქმის გამოძიება და ჯაშუშად შერაცხვა მოხდა მამუკა მდინარაძის დროს, როცა ის იყო სუს-ის უფროსი…”- რას ამბობს ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი

ამ საქმის გამოძიება და ჯაშუშად შერაცხვა-შეფასება მოხდა მამუკა მდინარაძის დროს, როდესაც ის იყო სუს-ის უფროსის პოზიციაზე – შესაძლოა, თავად მდინარაძეს ჰქონდეს რაიმე სახის წინააღმდეგობა და ინტერესი ირაკლი ჩიხლაძის მიმართ და ალბათ, ამას ემსახურებოდა ეს საქმე, – ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საქმეში გიორგი ჩიხლაძის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.

„ბრალდების მხარემ ვიდეოჩანაწერების გამოკვლევა დაიწყო. ვუსმენდით ამ ჩანაწერს და არც ერთი ეპიზოდი, არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები არც საქართველოზე, არც თბილისზე და არც ერთი სიტყვა არ ემსახურებოდა რაიმე სახით ქართული ინტერესების საწინააღმდეგო მიმართულებას. შესაბამისად, ისევ ჩვენს აზრზე ვართ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ირაკლი ჩიხლაძის ბრალეულობას ამ საქმეში.

არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული [რომ ირაკლი ჩიხლაძე ჯაშუში იყო]. ამას თავად ბრალდებულიც ხვდება, დაცვის მხარეც ხვდება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ აღნიშნული საქმის გასაჯაროება მოხდეს, მოეხსნას საიდუმლო „გრიფი“ და საზოგადოებამ და ყველა დაინტერესებულმა პირმა დაინახოს, რა მტკიცებულებების საფუძველზე ხდება ირაკლი ჩიხლაძის გასამართლება.

ამ საქმის გამოძიება და ჯაშუშად შერაცხვა-შეფასება მოხდა მამუკა მდინარაძის დროს, როდესაც ის იყო სუს-ის უფროსის პოზიციაზე. შესაძლოა თავად მდინარაძეს ჰქონდეს რაიმე სახის წინააღმდეგობა და ინტერესი ირაკლი ჩიხლაძის მიმართ და ალბათ ამას ემსახურებოდა ეს საქმე.

რა სტანდარტითაც პროკურატურა [ირაკლი ჩიხლაძეს] ჯაშუშობას ედავება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას არ გააკეთებდა. ასევე მჯერა იმის, რომ ობიექტურ პირობებში სასამართლო როდესაც განიხილავს ამ საქმეს, ერთადერთ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გამამართლებელი განაჩენი იქნება“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში
  • რას მალავს “ქართული ოცნება” ჩორჩანას საგუშაგოზე – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს
  • ბათუმის მერია კორპუსის გაბზარვაზე გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge