Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მართლმსაჯულების სახლი“ საბა სხვიტარიძის საქმეზე: იკვეთება არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევა

September 9, 2026
„მართლმსაჯულების სახლი“ საბა სხვიტარიძის საქმეზე: იკვეთება არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევა

„მართლმსაჯულების სახლის“ იურიდიული ჯგუფი, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეზე მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქმის მასალებში იკვეთება არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, მათ შორის უკანონო დაკავების, დაცვის უფლების შეზღუდვის, არასათანადო მოპყრობის, მტკიცებულებების მოპოვებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართულებით.

,,მართლმსაჯულების სახლის’’ იურიდიულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით იმუშავა საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეზე და მოამზადა სამართლებრივი დასკვნა. დასკვნით დადგინდა შემდეგი : საქმის მასალებიდან იკვეთება არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციის , ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლებების . კერძოდ: 1. უკანონო დაკავება • დაკავების საფუძვლის არ არსებობა • დაცვის უფლების შეზღუდვა • არასათანადო მოპყრობა • მტკიცებულებათა შესაძლო უკანონოდ მოპოვება • საქმის სამართლიანი განხილვის უფლება 1. საბა სხვიტარიძის უკანონო დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლების შესაბამისად, პირი დაკავებულად ითვლება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მომენტიდან, ხოლო დაკავებას უნდა ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი — მოსამართლის განჩინება ან გადაუდებელი აუცილებლობა. საქმის გარემოებებით, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად დაადეს ხელბორკილები და მხოლოდ ამის შემდეგ ჰკითხეს მისი ვინაობა. დაკავების კანონიერება არ იყო დასაბუთებული. 2. დაკავების პროცედურები დარღვეულია დაკავებულისათვის მისი უფლებების დაუყოვნებლივ განმარტების მოთხოვნა. სსსკ-ის 38-ე და 174-ე მუხლები ითვალისწინებს, რომ დაკავებულს გასაგები ფორმით უნდა ეცნობოს, რა დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი, ასევე უნდა განემარტოს ადვოკატის ყოლის, დუმილის, კითხვებზე პასუხისგან თავის შეკავებისა და სხვა უფლებები. საქმის მასალების მიხედვით, საბა სხვიტარიძე დაკავების მიზეზის განმარტებას ითხოვდა , თუმცა პასუხი არ მიუღია.დაკავება მოხდა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. 3. დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატთან დაკავშირების ხელშეშლა. დაკავებულს უფლება აქვს, დაკავების მომენტიდანვე ჰყავდეს ადვოკატი და ისარგებლოს მისი დახმარებით. აღნიშნული უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით და ევროპული კონვენციის მე 6 მუხლით . ასევე სსსკ-ის 38-ე მუხლით. 4. დაკავების ოქმის შედგენის პროცედურული დარღვევა. სსსკ-ის 175-ე მუხლის შესაბამისად, დაკავების ოქმი დაკავებისთანავე უნდა შედგეს, ხოლო თუ ეს ობიექტური მიზეზით შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს დაკავებულის შესაბამის ორგანოში მიყვანისთანავე. თუ საქმეში არ დასტურდება, რომ დაკავების ოქმი კანონით დადგენილი წესითა და ვადით შედგა, ეს წარმოადგენს ცალკე საპროცესო დარღვევას და მნიშვნელოვანია დაკავების კანონიერების შეფასებისას. 5. საბა სხვიტარიძის მიმართ გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა —საქმის მასალებიდან ასევე იკვეთება საკითხი საბა სხვიტარიძის მიმართ განხორციელებული ქმედებების კანონიერების შესახებ. პოლიციელებმა მას რამდენიმე ავტომანქანით გზა ჩაუკეტეს და გადაადგილების შესაძლებლობა შეუზღუდეს. სსსკ-ის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი დაკავებულად ითვლება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების ოქმი შედგა საპროცესო ნორმების მოთხოვნების დარღვევით. 6. არასათანადო მოპყრობა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საბა სხვიტარიძის მიმართ არასათანადო მოპყრობა. სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში მას მიადგა ექსპერტიზით დადასტურებული სხეულის დაზიანებები, ხოლო სახელმწიფოს, როგორც იკვეთება, მათი წარმოშობის დამაჯერებელი განმარტება არ წარმოუდგენია. ამ გარემოებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტის დარღვევა, რომელიც კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ამავე დროს, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო საჩივრის არსებობისას ჩაატაროს დამოუკიდებელი, სწრაფი, საფუძვლიანი და ეფექტიანი გამოძიება. თუ ასეთი გამოძიება არ განხორციელდა, სახეზე შეიძლება იყოს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევაც. 7. სამხრე კამერის არჩართვა და მტკიცებულებების მოპოვების წესი . საბა სხვიტარიძის მოთხოვნის მიუხედავად პოლიციელებმა არ ჩართეს სამხრე კამერები. თუ არსებობდა ტექნიკური შესაძლებლობა და არ არსებობდა ობიექტური მიზეზი კამერის გამოუყენებლობისთვის, აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვიდეოფიქსაცია წარმოადგენს ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულების წყაროს. პოლიციის მიერ მნიშვნელოვანი მომენტის განზრახ დაუფიქსირებლობა , შეიძლება გავლენას ახდენდეს მტკიცებულებების შეფასებაზე და აჩენდეს კითხვებს სამართალდამცავთა მოქმედებების გამჭვირვალობისა და კანონიერების შესახებ. შესაბამისად, საკითხი შეიძლება შეფასდეს სსსკ-ის 72-ე მუხლის კონტექსტშიც — უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის თვალსაზრისით. 8. ფოტოსურათით ამოცნობის კანონიერების პრობლემა სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფოტოსურათით ამოცნობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის უშუალოდ წარდგენა შეუძლებელია ან ეს არაგონივრულ ძალისხმევას მოითხოვს. საქმის მიხედვით, დეტექტივებმა საბა სხვიტარიძე ფოტოსურათით მას შემდეგ ამოიცნეს, რაც იგი უკვე დაკავებული და სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, არსებობს საფუძველი კითხვის დასმისთვის, რატომ გახდა საჭირო ფოტოსურათით ამოცნობა, როდესაც პირის უშუალოდ წარდგენა, როგორც ჩანს, შესაძლებელი იყო. ასევე საეჭვოა ამოცნობის ოქმებში დეტექტივების მიერ თითქმის იდენტური დეტალების მითითება, მათ შორის გარეგნობისა და კონკრეტული ქმედებების ერთნაირად აღწერა. ეს გარემოებები აჩენს დამატებით კითხვებს ამოცნობის პროცედურის დამოუკიდებლობისა და სანდოობის შესახებ. 9. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და სამართლიანი სასამართლოს პრობლემა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა ფოტოსურათით ამოცნობისა და ვიდეომტკიცებულებების მოპოვების კანონიერებას, თუმცა სასამართლომ ეს მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და სათანადოდ არ განმარტა, რატომ არ ახდენდა შესაძლო საპროცესო დარღვევები მათ სანდოობაზე გავლენას. გარდა ამისა, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა დაცვის მიერ წარმოდგენილი საწინააღმდეგო ვიდეომტკიცებულებები და ძირითადად პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს მიანიჭა უპირატესობა. აღნიშნული გარემოებები აჩენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანად განხილვის უფლების თაობაზე . განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდება მნიშვნელოვანწილად დაეყრდნო სადავო სანდოობის მქონე მტკიცებულებებს. საბოლოო სამართლებრივი შეფასება —საქმეში იკვეთება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული დარღვევა: • საბა სხვიტარიძის უკანონო დაკავება; • დაკავების საფუძვლისა და მიზეზის განუმარტაობა; • ადვოკატთან დროული წვდომის შეზღუდვა; • დაკავების პროცედურული წესების დარღვევა; • ზაზა სხვიტარიძის მიმართ გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა; • არასათანადო მოპყრობა და მისი ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების შეუსრულებლობა; • სამხრე კამერების არჩართვა; • ფოტოსურათით ამოცნობის კანონიერებისა და სანდოობის პრობლემა; • ასევე სასამართლოს მიერ დაცვის არსებითი არგუმენტებისა და საწინააღმდეგო მტკიცებულებების არასათანადო შეფასება. • შესაბამისად, მოცემულ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით დაცული გარანტიების, საქართველოს სსსკ-ის 38-ე, 72-ე, 131-ე, 170-ე, 171-ე, 174-ე და 175-ე მუხლების დარღვევის საკითხი. ეს დარღვევები ერთობლიობაში ქმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველს იმის დასასაბუთებლად, რომ როგორც დაკავების ეტაპზე, ისე შემდგომი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში არ იყო სრულად უზრუნველყოფილი კანონიერების, დაცვის უფლებისა და საქმის სამართლიანად გგანხილვის ფუნდამენტური უფლებები, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული და ხავსს ეჭირება”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • “ევროკავშირთან არ გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge