Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კობახიძისა და ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე ირაკლი კობახიძის ყოფილი მრჩეველი ალაპარაკდა

September 8, 2026
კობახიძისა და ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე ირაკლი კობახიძის ყოფილი მრჩეველი ალაპარაკდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური და ირაკლი კობახიძის ყოფილი მრჩეველი, ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს, რომ ორ ირაკლის შორის დაპირისპირება გუნდის შიგნით სულ არსებობდა – გენერალ ლეიტენანტი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ ეს “ქართულ ოცნებაში” ეს ყველამ იცოდა.

ჩაჩიბაია ამბობს, რომ ახლა წერილებით და განცხადებებით გაჩაღებული დაპირისპირების სერია ორ ირაკლის შორის, შესაძლოა ძველ კონფლიქტს უკავშირდებოდეს ან შიდა პარტიულ დაპირისპირებას სცდებოდეს.

დაპირისპირება გუნდის შიგნით ჩემთვის არახალია, რადგან მე როცა პარტიაში ვიყავი ეს გარკვეული დაძაბულობა იქაც იგრძნობოდა ბატონ ირაკლისა და ირაკლის შორის, სხვადასხვა ადამიანებს შორის. რა თქმა უნდა, ეს საჯაროდ არ გამოდიოდა, მაგრამ იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.

იმას ვერ გეტყვით რომ ვიღაცა ვიღაცას სადღაც დახვდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენია, თუმცა ამას ვერ აგიხსნით ასე. ეს დაძაბულობა არსებობდა პარტიაში. ოცნებაში იყო ეს დაპირისპირება, თუმცა ეს რაც ახლა ხდება, რამდენად არის კავშირში ამ შურისძიებასთან (ღარიბაშვილზე საუბრობს) – არ ვიცი ეს ცდება ლოკალურ შიდა პარტიულ დაპირისპირებას თუ იმაზე მეტი არის დღეს, ამას მომავალი გვეტყვის. როდესაც ციხიდან გამოვა ღარიბაშვილი ალბათ ამაზე უფრო მეტს გავიგებთ”, – ამბობს ჩაჩიბაია.

“ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური არ მალავს, რომ მას მოქმედი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით “აგენტობის” იარლიყის მიწებება მოსწონს.

ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოდის ინიციატივით, რომ “ქართული ოცნების” ყველა მაღალჩინოსანმა სიცრუის დეტექტორის ტესტი გაიაროს -“ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობა წავა და გაირკვევა, ვინ არის აგენტი და ვინ არა”.

რაც მე არ მომწოდა და არ მომწონს დღესაც არის კულურულად თუ ზურგს უკან ვიღაცა ქვეყნის აგენტობას ვიღაცას რომ დააბრალებ. ერთი მეორესთან მიმართებით იყო საუბარები, თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილთან თუ დრევანდელ პრემიერთან დაკავშირებით ვიღაცა ზურგს უკან რაღაცას ლაპარაკობდა. ეს არ მომწონდა არასდროს და არც ახლა მომწონს, რადგანა რ შეიძლება ასე ხელაღებით ერთმანეთს ჯაშუშები ვეძახოთ. მე ადრეც მქონდა ამაზე საუბარი პარლამენტში, რომ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც ლუსტრაციას მოახდენს ადამიანებისას როგორ – გაიაროს ყველა თანამდებობის პირმა და დეპუტატმა ტესტი სიცრუის დეტექტორზე და საინტერესოა, რამდენი ადამიანი დარჩება დღეს თანამდებობაზე და რამდენი დარჩება. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის წავა და იქ გაირკვევა, ვინ ამერიკის აგენტია და ვინ რუსეთის. ჩემზეც იყო საუბარი, რომ ემ ამერიკის, დიფ-სთეითის აგენტი ვიყავი და ეს ინფორმაცია ჩემთანაც მოდიოდა. ამიტომ ერტადერთი სწორი გამოსავალი, ყველამ გავიაროთ დეტექტორის ტესტი”- ამბობს ჩაჩიბაია.

ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალ-ლეიტენანტია. 2016-18 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ხოლო 2018-20 წლებში თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა. 2020 წელს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, თუმცა მანდატი 2023 წლის მარტში, „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ დატოვა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — მას 3 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი მსჯავრი და მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. საქმე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებას ეხება. შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც ბურჭულაძემ გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი საქმე – პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს
  • “მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან” – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე
  • ხმაური საქალაქო სასამართლოსთან – დაკავებულების მშობლები ეკა კუპატაძეს დაუპირისპირდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge