Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს არის კიდევ ერთი საკმაოდ მკაფიო დასტური იმისა თუ რა არის ივანიშვილი, როგორია ის და რა ტიპის ადამიანებს ეყრდნობა საკადრო პოლიტიკაში” – გრიგოლ გეგელია

September 8, 2026
რას ამბობს გრიგოლ გეგელია მარია ზახაროვას განცხადებაზე

კარგად გვახსოვს „კოლექტიური რეჟიმის“ კრიახი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასანქცირდა ეგზომ სათნო და ჩინებული ადამიანი – თურმე ყოფილა სამხილი და აშშ-ს კარგად სცოდნია, რატომ ასანქცირებდა ამ გარეწარ ფარცხალაძეს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად, მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც ფარცხალაძეს აშშ ასანქცირებდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „მთელი ფინანსური სექტორის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ერთი ადამიანის ფინანსური კეთილდღეობის დასაცავად აყენებდა, მაშინ თურნავაც და ეს რეჟიმიც ნამდვილად მოქმედებდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და კრემლის აგენტის დასაცავად“.

„ეს არის კიდევ ერთი საკმაოდ მკაფიო დასტური იმისა თუ რა არის ივანიშვილი, როგორია ის და რა ტიპის ადამიანებს ეყრდნობა საკადრო პოლიტიკაში. ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიციის დროს საკვანძო თანამდებობები ვის ხელში იყო. ეს არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი და თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ამ რეჟიმის საკვანძო პირები პარალელურად კრემლის აგენტები არიან და იმ სადაზვერვო თუ სამხედრო ოპერატიულ საქმიანობას ეწევიან რაც არის რუსეთის ეროვნულ ინტერესებში და რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში ვერ იქნება.

ამავე დროს, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს „კოლექტიური რეჟიმის“ კრიახი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასანქცირდა ეგზომ სათნო და ჩინებული ადამიანი, რომ არ იყო თურმე არავითარი სამხილი მაშინ, როდესაც მას აშშ ასანქცირებდა და დღეს ვხედავთ, რომ თურმე ყოფილა სამხილი და აშშ-ს ძალიან კარგად სცოდნია, რატომ ასანქცირებდა ამ მართლაც გარეწარ ფარცხალაძეს. თურმე, როდესაც ქალბატონი თურნავა ლამისა მთელი ფინანსური სექტორის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ერთი ადამიანის ფინანსური კეთილდღეობის დასაცავად აყენებდა, მაშინ თურნავაც და ეს რეჟიმიც ნამდვილად მოქმედებდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და კრემლის აგენტის დასაცავად, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ სწორედ ამ რუსეთის აგენტის დასაცავად თურნავა ცვლიდა რეგულაციებს, რამაც ლამის მთლიანი ფინანსური სექტორი დააყენა ძალიან დიდი დარტყმის, წნეხის და პოტენციური სასანქციო ზომების ქვეშ“, – განაცხადა გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი საქმე – პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს
  • “მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან” – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე
  • ხმაური საქალაქო სასამართლოსთან – დაკავებულების მშობლები ეკა კუპატაძეს დაუპირისპირდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge